9:58 PM
მეცნიერი - ნაბახუსევის სინდრომი მალე სრულად გაქრება / mecnieri - nabakhusevis sindromi male srulad gaqreba
www.auf.ge -
დასავლეთის ქვეყნების მომავალი თაობა მალე უარს იტყვის ტრადიციული ალკოჰოლური სასმელის მოხმარებაზე და მას სინთეტიკურით ჩაანაცვლებს, რომელსაც არ ახასიათებს ალკოჰოლის მიღების შემდგომი სინდრომი, ე.წ. „პახმელია“. ამ დასკვნას მეცნიერი და ფარმაციის საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის ყოფილი მრჩეველი დევიდ ჰატი აქვეყნებს.

მეცნიერის აზრით, სინთეტიკური ალკოჰოლი ორგანიზმზე ისეთივე გავლენას მოახდენს, როგორც ჩვეულებრივი, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მას არ ახლავს თავის ტკივილები და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები. „10-20 წლის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებში ჩვეულებრივი ტრადიციული ალკოჰოლის გამოყენება მკვეთრად შემცირდება“, - ამბობს მეცნიერი.

დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა ასევე შეადგინეს საუზმის ისეთი მენიუ, რომელიც ადამიანებს ეხმარება ალკოჰოლის შემდგომ სინდრომს მარტივად გაუმკლავდნენ.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1000 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: pakhmelia, paxmelia, სინდრომი, ალკოჰოლი, ნაბახუსევი, nabakhusevi, mecnieri, მეცნიერი, nabaxusevi, პახმელია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]