5:39 PM რატიანი: ახსენებდნენ ქურთუკს და მეუბნებიოდნენ – ეს რა ფერია, რა გაცვია ბიჭოო / zviad ratiani: akhsenebdnen qurtuks da meubnebodnen — ra feri | ||||||||||||
„თვითონ ამბავი ძნელი მოსაყოლია, რადგანაც ჩემთვის არანაირი ლოგიკა არაა ამ ამბავში. როგორც დღეს გავიგე, საპოლიციო კონტროლი ყოფილა და მეც გადამამოწმეს. თუმცა, იყვნენ აგრესიულები, მესაუბრებოდნენ ცუდად, ჩამტენეს მანქანაში. სულელურად კი ჟღერს, მაგრამ ახსენებდნენ ქურთუკს და მეუბნებიოდნენ – ეს რა ფერია, რა გაცვია ბიჭოო. რამდენიმე საათი გაგრძელდა ჩემი მანქანით ტარება აქეთ-იქით. მირტყამდნენ განუწყვეტლივ. წამიყვანეს განყოფილებაში. იქ გააფორმეს, რომ მე თურმე მქონდა დაზიანებები და ქუჩაში ვიყავი ამ დაზიანებებით და ვიგინებოდი. ყველაზე დაუნდობლად აქ გავილახე. სადღაც ათზე მეტი დაზიანება დააფიქსირა ექიმმა“, – აღნიშნა ზვიად რატიანმა. მიმაგრება: სურათი 1
|
|