6:01 PM პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა სცემეს / poeti zviad ratiani policielebma scemes | ||||||||||||
ზვიად რატიანი ამ მომენტში დიღმის სამმართველოში იმყოფება, ის მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც და ადვოკატმაც. როგორც ადვოკატმა ბექიშვილს განუცხადა, რატიანს ცემის კვალი ეტყობა სახეზე, ხელებზე, ფეხებზე. პოლიცია რატიანს დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება. შეგახსენებთ რომ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციური კონტროლი დაანონსა. პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით რეიდებს ატარებს. "ლიბერალი" თვალყურს ადევნებს ამ საქმეს და სიახლეებს პერმანენტულად შემოგთავაზებთ. მიმაგრება: სურათი 1
|
|