გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » დეკემბერი » 24 » პოეტი ზვიად რატიანი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ დაკავების დეტალებს იხსენებს / poeti zviad ratiani droebiti motavsebis
6:05 PM
პოეტი ზვიად რატიანი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ დაკავების დეტალებს იხსენებს / poeti zviad ratiani droebiti motavsebis






პოეტი ზვიად რატიანი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან დაკავების დეტალებს იხსენებს.

როგოც რატიანი ამბობს, მისი დაკავება ქურთუკის ფერის გამო მოხდა.

მისივე თქმით, მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ვიყავი ნასვამ მდგომარეობაში, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე რაც გავიგე, შეიძლება სისულელედ ჟღერს, მაგრამ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ.

სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 8 სამართალდამცველი მირტყამდა, ძირითადად თავის არეში. სხეულზეც მაქვს დაზიანებები. ყელში მიჭერდნენ, მეც ვუწევდი წინააღმდეგობას. დაახლოებით ორი საათი ვიყავი მანქანაში. იარაღით მუქარა არ ყოფილა, მხოლოდ ხელკეტი ჰქონდათ. საათობით გაგრძელდა ჩემი წვალება.

როცა მიმიყვანეს დაკავების იზოლატორში, აქ კარგად მექცეოდნენ, ექიმიც მოვიდა“, _ აცხადებს რატიანი.

პოეტის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით – 166-ე და 173 წაუყენეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ზვიად რატიანი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა.

როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უწყება საბოლოო გამოძიებამდე ზემოაღნიშნულ პოლიციელს უფლებამოსილებას შეუჩერებს.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 917 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: samarTali, პოეზია, პოეტი, სამართალი, ზვიად რატიანი, poeti, პოლიცია, შსს, zviad ratiani, Policia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...