გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » დეკემბერი » 27 » ანაკლიის პორტი დიდი მოცულობის გემებს 2020 წელს მიიღებს / anakliss porti didi moculobis gemebs 2020 tsels miighebs
11:21 AM
ანაკლიის პორტი დიდი მოცულობის გემებს 2020 წელს მიიღებს / anakliss porti didi moculobis gemebs 2020 tsels miighebs






გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გეგმის თანახმად 2020 წელს, ანაკლიის პორტი, პირველი დიდი მოცულობის გემებს მიიღებს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“დაიწყო უმსხვილესი პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. საბოლოო ჯამში, ეს არის რამდენიმე მილიარდდოლარიანი ინვესტიცია, თუმცა პირველი ეტაპი სამ წელიწადში დასრულდება და ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2020 წელს მივიღოთ პირველი დიდი მოცულობის გემები. ეს არის დაახლოებით 500-დან 600 მლნ-მდე ინვესტიცია ამ ორი-სამი წლის განმავლობაში, რაც დამეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანი წვლილი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. მთლიანად ამ პორტის ზეგავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იქნება 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე მსხვილი პროექტი. მთლიანად პორტი და მისი შემოგარენი ძალიან დიდ იმპულსს მოიტანს საქართველოს ეკონომიკაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, მალე ორი თანამედროვე სტანდარტის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა დაიწყება.

“სულ რამდენიმე დღეში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტზე, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში შემკრები ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობის კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 24 დეკემბერს დაიწყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 540 მილიონ აშშ დოლარია და 340 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შენდება. პროექტი სულ 9 ფაზად განვითარდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდ აშშ დოლარია.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 887 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: anaklia, ანაკლია, fotis porti, anakliis porti, giorgi kvirikashvili, gemebi, გიორგი კვირიკაშვილი, ფოთის პორტი, გემები, ანაკლიის პორტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...