11:54 AM
9 მარტივი მეთოდი, ლამაზი მუცლის მისაღებად / 9 martivi metodi, lamazi muclis misaghebad
www.auf.ge -
თუ არ გაქვთ დრო, რომ იაროთ სავარჯიშო დარბაზებში და გსურთ ლამაზი მუცელი გქონდეთ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ 9 წესი, რომლითაც სასურველ მიზანს მიაღწევთ.

1.იჯექი სწორად – არ დაიჯერებთ, მაგრამ კუნთებს აქვს მეხსიერება, თუ თქვენ ყურადღებას მიაქცევთ იმას, რომ ზურგი მუდმივად გამართული გქონდეთ და მუცელი ოდნავ შეწეული, ორ კვირაში უკვე შეამჩნევთ, რომ წელი უფრო დაწვრილდა და მუცელი უფრო ბრტყელი გახდა. იჯექით იდეალურად გამართული კომპიუტერთან. აი ამ წუთას, როცა ამას კითხულობთ, გაიმართეთ ზურგში და შეწიეთ მუცელი.

2.დალიე წყალი– დეჰიდრატაციის დროსმინერალების ბალანსის ირევა, რაც ორგანიზმის ფუნქციონირებაზე მოქმედებს. დალიეთ ერთი ჭიქა წყალი საათში ერთხელ. ეს არ არის რთული!

3.მიმართეთ საჭირო ოთახს– მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი დელიკატურია, ლამაზი მუცლის მისაღებად მისი განხილვა აუცილებელია. ექიმების ნაწილი თვლის, რომ საჭირო ოთახს გარკვეული გრაფიკით უნდა მივმართოთ, თუმცა ეს არც ისე მარტივია. საჭირო ოთახს დღეში დაახლოებით 8-ჯერ უნდა მიმართოთ, აქედან 7-ჯერ უნდა მოშარდოთ, ერთხელ კი კუჭის მოქმედება უნდა გქონდეთ.

4.ღეჭე – შეეცადეთ საკვები დიდხანს ღეჭოთ, რაც უფრო დაქუცმაცებული საკვები ჩავა კუჭში, მისი გადამუშავება მით უფრო მარტივი გახდება.

5.მიიღე პრობიოტიკები– ხშირად მუცელი უფრო გაბერილი ჩანს, ვიდრე უნდა იყოს. ეს ყველაფერი მეტეორიზმის ბრალია. ეს არის სიტუაცია, როცა გრძნობთ სპაზმსა და შებერილობას. ამ შემთხვევაში 50 გრამი პრობიოტიკის მიღება საკმარისია და მეორე დღეს მუცლის ზომის შემცირებას შეამჩნევთ.

6.იარე ფეხით – დღის განმავლობაში გადაბმულად 30 წუთი იარეთ ფეხით. ფეხით სიარული აუცილებლად დაგეხმარებათ ლამაზი მუცლის მიღებაში.

7.დაივიწყე საღეჭი რეზინი– საღეჭი რეზინის ღეჭვის დროს, შეუმჩნევლად ყლაპავთ ჰაერს, რომელიც ნაწლავებში გროვდება და ბუშტს წარმოქმნის და მუცელს ბერავს.

8.ყურადღება მიაქციე ჰორმონებს – ესტროგენის (ქალის ჰორმონის) მცირე ზრდა, რომელიც ცხიმის დაგროვებაზე ახდენს პროვოცირებას, მნიშვნელოვნად გიფუჭებთ ფიგურას. ესტროგენის დონე ორგანიზმში ნორმალური იქნება, თუ საკმარისი დოზით მივიღებთ კალციუმს და ვიტამინ B-ს. საერთო კომპლექტში უნდა მიიღოთ, კალცი, ვიტამინ B და ვიტამინი D.

9.ზარმაცი ტანვარჯიში – დღის განმავლობაში 20 წუთი დაუთმეთ „ზარმაც ტანვარჯიშს“ – დაწექით ზურგზე, ფეხები დაიწყეთ ბარძაყებზე. ზურგზე დაწოლისას პირსახოცი დააგორგოლავეთ და ზურგის ქვეშ ამოიდეთ. 20 წუთის განმავლობაში იწექით ასეთ პოზაში.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 981 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ლამაზი მუცელი, ფიგურა, wonis dakleba, დიეტა, ვარჯიში, dieta, varjishi, Figura, lamazi muceli, წონის დაკლება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]