გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » დეკემბერი » 30 » სამინისტრო: საქართველოდან 21 000 ტონამდე მანდარინია ექსპორტირებული / saministro: saqartvelodan 21 000 tonamde mandarinia eqsportirebuli
12:30 PM
სამინისტრო: საქართველოდან 21 000 ტონამდე მანდარინია ექსპორტირებული / saministro: saqartvelodan 21 000 tonamde mandarinia eqsportirebuli






29 დეკემბრის მდგომარეობით, აჭარის რეგიონიდან რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, პოლონეთის, ყატარის და ბელარუსის მიმართულებებით უკვე ექსპორტირებულია 21 000 ტონამდე სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, უკვე მიღებული და გადამუშავებულია 7 700 ტონა;- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების, საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით, მიმდინარე წლის სეზონზე ციტრუსის მიმღებ-შემფუთავი 30-მდე საწარმო და არასტანდარტული ციტრუსის 2 საკონსერვო ქარხანა ფუნქციონირებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 30 000 ტონაზე მეტს შეადგენს.

“საწარმოებში ხდება მანდარინის დაკალიბრება, პარაფინირება, პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება. ადგილობრივი სიმძლავრეებით შესაძლებელია 40 000 ცალი საექსპორტო ყუთის მომზადება. რეგიონში არსებული სამაცივრე დანადგარებით შესაძლებელია 7000 ტონამდე ციტრუსის შენახვა. ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოები სეზონზე ღებულობენ და კონცენტრატის სახით ამუშავებენ 15000 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს.

სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს საკოორდინაციო შტაბი. კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას გასცემს”- აცხადებენ სამინისტროში.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 836 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: mandarini, ექსპორტი, citrusi, სამინისტრო, eqsporti, ციტრუსი, saqartvelo, saministro, მანდარინი, საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...