გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » დეკემბერი » 30 » ქუთაისის აეროპორტიდან ავიარეისის შეფერხება თვითმფრინავზე მეხის დაცემამ გამოიწვია / qutaisis aeroportidan aviareisis sheferkheba tvitmfrinavz
1:03 PM
ქუთაისის აეროპორტიდან ავიარეისის შეფერხება თვითმფრინავზე მეხის დაცემამ გამოიწვია / qutaisis aeroportidan aviareisis sheferkheba tvitmfrinavz






ქუთაისის აეროპორტიდან ავიარეისის შეფერხება თვითმფრინავზე მეხის დაცემამ გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ინფორმაციას ავრცელებს.

“დღეს 30 დეკემბერს, ავიაკომპანია Wizz Air რეისი W66401 ქუთაისი – კავალა, კავალას საერთაშორისო აეროპორტთან მიახლოვებისას, საჰაერო ხომალდზე მეხის დაცემის გამო, გადამისამართდა სოფიას საერთაშორისო აეროპორტში.

მგზავრების ტრანსპორტირება სოფიადან კავალას მიმართულებით უზრუნველყოფს ავიაკომპანია.

ამ ეტაპზე ბორტს უტარდება ინსპექცირება, რომლის დასრულების შემდეგ გაირკვევა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ბორტი შეასრულებს ფრენებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაგვიანებით შესრულდება დღეს 30 დეკემბერს დაგეგმილი რეისები:

W66403(ქუთაისი- ლარნაკა) გეგმიური გაფრენა 12:45,
W66409 (ქუთაისი- მემინგენი) გეგმიური გაფრენა 18:25,

ჩვენი გვერდის საშუალებით მიიღებთ ინფორმაციას ცვლილებების შესახებ.

ასევე, დეტალურ ინფომაციას რეისების და განრიგში ცვლილებების შესახებ მიიღებთ ჩვენი საინფორმაციოს საშუალებით: 0431 23 70 00; 0431 23 70 01″- ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 859 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ქუთაისი, mekhi, თვითმფრინავი, ავიარეისი, aviareisi, sheferkheba, შეფერხება, tvitmfrinavi, მეხი, qutaisi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...