5:48 PM
დედამ ციხეში მყოფ შვილს წერილი მიწერა... შვილის პასუხიდან რამდენიმე საათში კი ქალს მთელი პოლიცია დაადგა თავზე... / dedam cikheshi mkof shvil
www.auf.ge -
ვიდი წლის ბიჭს, რომელსაც ხელში ე.წ "ხლაპუშკა" აუფეთქდა, სამი თითის ამპუტაცია დასჭირდა. ბავშვის დედა, ზეინაბ მაკარაძე "ბათუმელებთან" ამბობს, რომ თითების მიკერება ვეღარ მოხერხდა, რადგან მთლიანად დაფლეთილი იყო.

"სამივე თითი ამპუტირებული აქვს. 10-თეთრიანი "ხლაპუშკით" დავღუპე შვილი. ბავშვს ძალიან უჭირს ამ ყველაფრის შეგუება და ატანა," – ამბობს დედა. მისი თქმით, ძმის ამბავს ძალიან განიცდის მისი მეორე შვილიც.

"როგორც ჩანს, უხარისხო ასაფეთქებელი იყო, რადგან ბავშვი ამბობს, რომ ცეცხლი არ გაკიდებია, ისე აფეთქდა. შიშინის ხმა არ ყოფილა, უცებ აფეთქებულა. შუშხუნაზე T1008 აწერია", – გვეუბნება დედა.

ზეინაბ მაკარაძის აზრით, აუცილებელია სახელმწიფომ კონტროლი დააწესოს ასაფეთქებელ ნივთებზე, რადგან უკონტროლობის გამო ბევრი ბავშვი დასახიჩრდა.

"იმდენად უკონტროლოა სიტუაცია, რომ ლამის აფთიაქებშიც კი იყიდება ეს მაშხალები. სიგარეტი და ალკოჰოლი ხომ არის აკრძალული, ასაფეთქებლების გაყიდვაც უნდა აიკრძალოს არასრულწლოვნებზე და მკაცრი კონტროლი დაწესდეს. რამდენი ბავშვი და მოზარდი დაზარალდა ამის გამო.

პოლიცია მარტო იმას კითხულობს, ყურადღებიანი მშობელი ვარ თუ არა. ის გააკონტროლონ, რატომ არის ასე მასიურად გაყიდვაში ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში ნივთები."

დედა ამბობს, რომ იმ დღეს თავად ახლობლის დაკრძალვაზე იყო, ხოლო ბავშვები ბებიასთან ერთად გასართობ ცენტრში წავიდნენ.

"მოგვიანებით დაბადების დღეზე უნდა წასულიყვნენ და ფული დავუტოვეთ. როგორც ჩანს, ამ ფულით იყიდეს. როგორც ყველა მშობელი, მეც ვაფრთხილებ, რომ არ იყიდონ და სხვა დროს არც შემინიშნავს, რომ ეყიდათ.

ბავშვის გაკონტროლება ძალიან რთულია. როცა მუშაობ, გარკვეულ საათებში ბავშვები შეიძლება დარჩნენ მარტო. ყოველთვის შიშის ქვეშ უნდა ვიყო, რომ რაიმე არ დაუშაონ თავს ამ ასაფეთქებლების გამო. აუცილებელია სახელმწიფომ გააკონტროლოს ასაფეთქებლების გაყიდვა ან საერთოდ აიკრძალოს, რა საჭიროა ამდენი მაშხალების გაყიდვა," – ამბობს დედა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. შვიდი წლის ბიჭს ე.წ. "ხლაპუშკა" ხელში აუფეთქდა.

ამჟამად ბავშვი თბილისში, იაშვილის კლინიკაში იმყოფება. იმავე დღეს კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა. ასაფეთქებელი ბავშვის დედას მოხვდა თვალთან, ბავშვი შედარებით მსუბუქად .


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 931 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: bavshvebis usaftkhoeba, akhali tseli, პიროტექნიკა, ბავშვების უსაფრთხოება, piroteqnika, ახალი 2018 წელი, axali 2018 weli, axali weli, ახალი წელი 2018 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]