გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » იანვარი » 25 » კავკასიაში პირველი სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე გაზაფხულზე გაიხსნება / kavkasiashi pirveli speleo-gamajansaghebeli mghvime gazafkhulze gaik
12:21 PM
კავკასიაში პირველი სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე გაზაფხულზე გაიხსნება / kavkasiashi pirveli speleo-gamajansaghebeli mghvime gazafkhulze gaik






წყალტუბოში მდებარე საწურბლიას მღვიმე, რომელიც პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში, გაზაფხულზე გაიხსნება. მღვიმის ბუნებრივი სამკურნალო თვისებები ჩეხმა და ქართველმა სპეციალისტებმა შეისწავლეს. ადგილზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, ამბულატორია; მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ - აქტიურ და პასიურ ზონად გაიყო. მღვიმე პირველ ვიზიტორებს ახალ ტურისტულ სეზონზე მიიღებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან ერთად, საწურბლიას მღვიმეში იმყოფებოდა, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარი დაიხარჯა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 843 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: mgvime, მღვიმე, სპელეო, jansaghi janmrteli, kavkasia kavkasioni, mghvime, კავკასია, ჯანმრთელი, speleo gamajansaghebeli, ჯანსაღი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...