გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » იანვარი » 25 » 2017 საიუბილეო წელს ეკლესიასთან ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია / 2017 saiubileo tsels eklesiastan brdzolam rekordul machvenebls miaght
12:41 PM
2017 საიუბილეო წელს ეკლესიასთან ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია / 2017 saiubileo tsels eklesiastan brdzolam rekordul machvenebls miaght






2017 საიუბილეო წელს ეკლესიასთან ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ამის შესახებ, პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავისადმი მიძღვნილ წირვაზე, მეუფე დანიელმა დღევანდელი დღის ეპისტოლეში წაიკითხა.

„რათ უფრო ძლიერდება ეკლესია, მით უფრო იზრდება მასთან დაპირისპირება. ჩვენი ეკლესიის მიმართ ეს დაპირისპირება ყოველწლიურად იზრდებოდა ამ 40 წლის მანძილზე. 2017 საიუბილეო წელს ამ ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი სულ უფრო და უფრო იზრდება მსოფლიო მასშტაბით. ამგვარი დაპირისპირების პირობებში არა თუ მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ არსებულის შენარჩუნებაც კი არ იყო ადვილი. სამწუხაროდ, წლის დასაწყისში ეკლესიასთან დაკავშირებულმა მღელვარე მოვლენებმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ხელი შეუშალა სრულად გაეთავისებინა საიუბილეო დღეების მნიშვნელობა. თუ ეკლესიის უდიდესი წმინდანებიც კი ვერ უძლებდნენ განსაცდელს, რაღა გასაკვირია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში, უძლიერესი სულიერი მემკვიდრეობის მქონე საქართველოს ეკლესიის წევრებს შორის ვიხილოთ მაგალითები ცდუნებისა და უთანხმოებისა“,-განაცხადა მეუფე დანიელმა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 42 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: svetickhoveli, eklesiastan brdzola, aghsakrdeba, ეკლესიასთან ბრძოლა, აღსაყდრება, სვეტიცხოველი, meufe danieli, patriarqi, პატრიარქი, მეუფე დანიელი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...