5:42 PM
დიდ ბრიტანეთს მარტოობის მინისტრი ეყოლება / did britanets martoobis ministri ekoleba
www.auf.ge -
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით მარტოობის მინისტრის თანამდებობა შეიქმნება. მარტოობის მინისტრის პოსტს სპორტისა და სამოქალაქო საზოგადოების მინისტრის მოქმედი მოადგილე, ტრეისი კრაუჩი შეითავსებს.

ამგვარად, ბრიტანეთის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა 2016 წელს მოკლული ლეიბორისტი დეპუტატის, ჯო კოქსის ინიციატივას. დეპუტატი ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმამდე რამდენიმე კვირით ადრე თავდამსხმელმა ნაციონალისტურ ნიადაგზე მოკლა, კოქსი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას ეწინააღმდეგებოოდა.

მარტოობის საკითხი დიდ ბრიტანეთში დიდი ხნის განმავლობაში სერიოზული საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყო. ამჟამად ბრიტანეთში დაახლოებით 9 მილიონი მარტოხელა ადამიანი ცხოვრობს. 75 წელს გადაცილებული ბრიტანელების ნახევარი, ანუ 2 მილიონი ადამიანი, სოციალური აქტივობის მწვავე უკმარისობას განიცდის. ხშირ შემთხვევაში ამ ადამიანებს რამდენიმე კვირის განმავლობაში არავისთან აქვთ კონტაქტი.

2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მარტოობა ადამიანის ჯანმრთელობას იმდენადვე აზიანებს, რამდენადაც ყოველდღიურად 15 ღერი სიგარეტის მოწევა.

2014 წელს ჯო კოქსმა მარტოობის საკითხზე მომუშავე საპარლამენტო კომისია შექმნა. მარტოობის მინისტრის მიზანი სახელმწიფო თუ კერძო რესურსები მოძიებაა ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შესაქმნელად.

"ეს პრობლემა ჯოს ძალიან აწუხებდა და ჩვენ მისი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად გავერთიანდებით მარტოხელა ადამიანების დასახმარებლად" - აცხადებს ახალდანიშნული მინისტრი ტრეისი კრაუჩი.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 883 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: Ministri, didi britaneti, ჯო კოქსი, მინისტრი, პოლიტიკა, მარტოობა, jo cox, დიდი ბრიტანეთი, martooba, jo koqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]