გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » თებერვალი » 7 » ტარანტინო: თურმანის ინციდენტი ჩემი კარიერისა და ცხოვრების უდიდესი სინანულია / tarantino: turmanis incidenti chemi karierisa da ckhovrebis ud
0:53 AM
ტარანტინო: თურმანის ინციდენტი ჩემი კარიერისა და ცხოვრების უდიდესი სინანულია / tarantino: turmanis incidenti chemi karierisa da ckhovrebis ud






უმა თურმანის ბრალდებების შემდეგ, სადაც მან კვენტინ ტარანტინო სადიზმსა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა, დღეს თავად რეჟისორი გამოეხმაურა.

"ვიცოდი, რომ ოდესმე ეს მოხდებოდა. მე და უმას ამ თემაზე ბევრჯერ და დიდი ხნის განმავლობაში გვისაუბრია. მას სურდა ამ ამბავს ერთხელ და სამუდამოს მოჰფენოდა სინათლე. ამ ამბავს, ისევე როგორც ყველაფერს სხვას, ორი მხარე აქვს. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი საშინელება მოხდებოდა, მთელი ცხოვრება ვინანებ ამას. რაც შეეხება ყვირილს, დარწმუნებული ვარ რომ გავღიზიანდი, თუმცა ყვირილი არ დამიწყია. ამ საშინელმა ამბავმა, ჩემი და უმას ურთიერთობა გააფუჭა, თუმცა ერთმანეთთან კონტაქტს ვინარჩუნებდით. რაც შეეხება ჰარვი ვაინშტაინს, მას შემდეგ რაც უმამ მისი ძალადობრივი ქმედებების შესახებ მიამბო, მხარში დავუდექი და ჰარვის ვაიძულე უმასთვის ბოდიში მოეხადა", - ამბობს ტარანტინო.

რამდენიმე დღის წინ, უმა თურმანმა New York Times-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ის ჰარვი ვაინშტაინს ძალადობაში ადანაშაულებს. მასთან ერთად საუბრობს რეჟისორ კვენტინ ტარანტინოზე და იხსენებ, რომ Kill Bill-ის გადაღებაზე რეჟისორმა კინაღამ მოკლა.

"ჰარვიმ ჩემზე იძალადა, მაგრამ ამას არ მოვუკლივარ. მაგრამ სასიკვდილოდ ჩემმა რეჟისორმა გამიმეტა. Kill Bill-ის გადაღებების დროს, კვენტინმა მთხოვა იმ მანქანაში ჩაჯდომა, რაზეც კომპეტენტურმა ადამიანებმა მითხრეს, რომ საშიში და გაუმართავი იყო. ვეხვეწებოდი, ვთხოვდი, რომ ამის გაკეთება არ მინდოდა, მაგრამ ის გაბრაზდა, მითხრა რომ ჩემზე ძალიან ბევრი დრო და ფული აქვს დახარჯული. პირობა მომცა, რომ არაფერი მომივიდოდა. მითხრა სწრაფად მეტარებინა მანქანა, რადგან თუ ქარი თმებს კარგად არ ამიწეწავდა, თავიდან მოგვიწევდა ამ სცენის გადაღება და ამიტომ გაფუჭებული მანქანით გამატარა სილიან გზაზე. ამ დროს დავშავდი, საშინელება იყო, ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი და ვფიქრობდი, რომ ვერასდროს ვეღარ გავივლიდი. ძალიან ვიჩხუბეთ მე და კვენტინმა, ვადანაშაულებდი, რომ ჩემი მოკვლა უნდოდა, ის ბრაზობდა, მეჩხუბებოდა და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა. მე და კვენტინი წლების განმავლობაში ვჩხუბობდით, ფილმის პრემიერაზე ერთად ვპოზირებდით კამერების წინ, მაგრამ ჩვენ შორის ყინული იყო", - ყვება უმა თურმანი.

ავარიის ამსახველ კადრებს უმა თურმანს არც კვენტინ ტარანტინო და არც კინოსტუდია Miramax არ აძლევდა, თუმცა საბოლოოდ, 15 წლის შემდეგ, მსახიობს სტუდიამ ეს კადრები გაუგზავნა.

უმა თურმანმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ, ქალების სექსუალურად შევიწროების გახმაურებული ამბებით ის ძალიან გაბრაზებული იყო, თუმცა ამ თემაზე მაშინ იტყოდა მეტს, როცა ემოციები გადაუვლიდა.

ტარანტინომ ამავე თემასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ აღიარა, რომ საკმარისად ბევრი იცოდა ვაინშტაინის ქმედებებზე, იმისთვის რომ რამე გაეკეთებინა.

"მე საკმარისად ბევრი ვიცოდი [ვაინშტაინის ქმედებებზე], იმისთვის რომ რამე გამეკეთებინა. ეს ყველაფერი უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ჭორები და საუბრები. ვიცოდი ამ რამდენიმე ამბავზე. ვისურვებდი, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოვკიდებოდი იმას, რაც მასზე [ვაინშტაინზე] მესმოდა. და მე რომ მაშინ ეს გამეკეთებინა, მასთან ვეღარ ვიმუშავებდი. ჩემმა მაშინდელმა შეყვარებულმაც [მირა სორვინო] მითხრა რომ მას მისი ნების საწინააღმდეგოდ შეეხო და ჩემთვის დაუჯერებელი იყო, რომ ის ყველაფერს ასე დაუფარავად აკეთებდა. მან [ვაინშტაინმა] უამრავი ზღვარი დაარღვია", - ამბობდა კვენტინ ტარანტინო.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 32 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ჰოლივუდი, კინო, ქალთა უფლებები, სექსუალური შევიწროება, უმა თურმანი, uma turmani kventin tarantino, კვენტინ ტარანტინო, ჰარვი ვაინშტაინი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...