გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » თებერვალი » 9 » აღმოჩენა: ბრიტანელების წინაპრებს მუქი კანი და ცისფერი თვალები ჰქონდათ / aghmochena: britanelebis tsinaprebs muqi kani da cisferi tvalebi hqo
1:15 AM
აღმოჩენა: ბრიტანელების წინაპრებს მუქი კანი და ცისფერი თვალები ჰქონდათ / aghmochena: britanelebis tsinaprebs muqi kani da cisferi tvalebi hqo






უახლესმა მეცნიერულმა ანალიზმა აჩვენა, რომ 10 000 წლის წინ მცხოვრებ ბრიტანელებს მუქი ფერის თმა და ლურჯი თვალები ჰქონდათ.

ბრიტანელმა მკვლევარებმა ეს დასკვნა 1903 წელს, ინგლისის სოფელ ჩედერში, გამოქვაბულში აღმოჩენილი ადამინის ჩონჩხიდან აღებული დნმ-ს შემოწმების შემდეგ გამოიტანეს.

ამის შემდეგ, ბრიტანელმა მეცნიერებმა გენური ანალიზი გამოიყენეს მისი სახის რეკონსტრუქციის აღსადგენად.

აღმოჩენა განამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ თანამედროვე ევროპელების ღია ფერის კანი ახალი ფენომენია.

აქამდე ბრიტანელების უძველეს წინაპრებზე გენური ანალიზი არ ჩატარებულა. "ჩედერმენი" მათი ერთადერთი უძველესი ადამიანია, რომლის ჩონჩხიც სრული სახით აღმოაჩინეს.

ახალი მონაცემები განამტკიცებენ ხედვას იმაზე, რომ ბრიტანეთში პირველი ადამიანები უკანასკნელი გამყინვარების შემდეგ დასახლდნენ.

"ჩედერმენი" დღევანდელი სტანდარტებით არც ისე მაღალი ყოფილა. მისი სიმაღლე დაახლოებით 1 მეტრი და 65 სანტიმეტრი იყო. მეცნიერების მიხედვით, ის 20-დან 25 წლამდე გარდაიცვალა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 875 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ევროპა, ინგლისი, inglisi, დიდი ბრიტანეთი, didi britaneti, udzvelesi adamianebi, უძველესი ადამიანები, chedermeni, Evropa, ჩედერმენი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...