გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » თებერვალი » 11 » მიხეილ სააკაშვილი — რაღა დროს გირგვლიანია, საქართველო დაგეღუპათ უკვე / mikheil saakashvili — ragha dros girgvliania, saqartvelo dageghupebat
11:34 AM
მიხეილ სააკაშვილი — რაღა დროს გირგვლიანია, საქართველო დაგეღუპათ უკვე / mikheil saakashvili — ragha dros girgvliania, saqartvelo dageghupebat






"რაღა დროს [სანდრო] გირგვლიანია საქართველოს დაგეღუპათ უკვე," - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვას დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით.

"იმიტო რო გეყოთ თქვენც და ყველასაც. ამოვიდა, აი, ყელში მაქვს უკვე ამოსული ეს თემა. ამოვიდა ყელში გირგვლიანზე ლაპარაკი თავზე გემხობათ ქვეყანა და თქვენ აგრძელებთ, როგორც პატეფონები გირგვლიანზე ლაპარაკს", - აღნიშნა საკაშვილმა.

კიდევ ერთი კითხვა ჟურნალისტმა ყოფილ პრეზიდენტს გირგვლიანის საქმეზე პირების შეწყალების პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაუსვა.

"თქვენ გყავთ ეხლა მანიაკი [ბიძინა ივანიშვილი], რომელმაც იმის შემდეგ მოკლა ასობით ადამიანი, რომელმაც გაანადგურა ქართული სპეცსამსახურები, ალპობს ციხეში საქართველოს გმირებს. გაანადგურა საქართველოს ეკონომიკა, აიძულა 700 ათასი ქართველი დაეტოვებინა საქართველო", - უპასუხა სააკაშვილმა.

რამდენიმე კვირის წინ მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართოლმ გირგვლიანის საქმეზე სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართოლმ მიიჩნია, რომ სააკაშვილმა შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულები.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 776 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: mikheil, მიხეილ სააკაშვილი, ბაჩო ახალაია, mixeil saakashvili, ვანო მერაბიშვილი, bacho akhalaia, vano merabishvili, girgvlianis saqme, გირგვლიანის საქმე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...