გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » თებერვალი » 11 » რუსთავი 2-ის ახალი შოუს ჟიური მარინა ბერიძე, სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი იქნებიან / rustavi 2-is akhali shous jhiuri marina beridze,
12:54 PM
რუსთავი 2-ის ახალი შოუს ჟიური მარინა ბერიძე, სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი იქნებიან / rustavi 2-is akhali shous jhiuri marina beridze,






ძალიან მალე რუსთავი 2-ზე ყველაზე ეროვნული და სრულიად სახალხო მუსიკალური მეგა-შოუ "მხოლოდ ქართული" დაიწყება, რომელიც დამწყებ ან გამოცდილ მომღერლებს უნიკალურ შანსს სთავაზობს პირდაპირ ეთერში, მილიონიანი აუდიტორიის წინა ქართული სიმღერით წარსდგნენ.

ალბათ სახელიდანაც მიხვდებოდით, რომ პროექტში მხოლოდ ქართული სიმღერები გაჟღერდება და როგორც შოუს პროდიუსერი, გიორგი უშიკიშვილი ამბობს ეს ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის კეთდება.

უნდა ითქვას ისიც, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჟიურიში მარინა ბერიძესაც ვიხილავთ:

"ძალიან მეამაყება, რომ რუსთავი ორმა და ჩვენ ყველამ ეს პროექტი დავიწყეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ქვეყნისთვის და მით უმეტეს ახალგაზრდებისთვის, რადგან ვკარგავთ ქართულ სიმღერას და აღარ მოდის თობა რომელსაც უყვარს ქართული სიმღერა. სწორედ ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი, რომ ასეთი სერიოზული გუნდი შეიკრა. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, ჩემ გარდა ჟიურიში იქნებიან გიორგი უშიკიშვილი და სოფო ნიჟარაძე, დარწმუნებული ვარ მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარება. მიხარია, რომ მთლიანად იცვლება ჟიურის პრინციპი, აქ ჩვენ იმიტომ კი არ ვიქნებით რომ შოუ დავდგათ, არამედ იმიტომ, რომ პროფესიონალურად შევაფასოდ კონკურსანტები", - ამბობს მარინა ბერიძე On.ge-სთან საუბრისას.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 951 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: sofo nizharadze, გიორგი უშიკი, მარინა ბერიძე, სოფო ნიჟარაძე, sopo nijaradze, rustavi2, marina beridze, sofo nijharadze, Rustavi 2, giorgi ushikishvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...