გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » თებერვალი » 15 » როგორ გახდა 22 წლის ანანო ვეკუა პირველი ქართველი მეღვინე გოგო სამხრეთ აფრიკაში / rogor gakhda 22 tslis anano vekua pirveli qartuli meghvine
11:01 AM
როგორ გახდა 22 წლის ანანო ვეკუა პირველი ქართველი მეღვინე გოგო სამხრეთ აფრიკაში / rogor gakhda 22 tslis anano vekua pirveli qartuli meghvine






ცოტა ხნის წინ, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის სტუდენტი ანანო ვეკუა, სამხრეთ აფრიკაში პირველი ქართველი მეღვინე გოგო გახდა.

ანანო თავისი გამოცდილების შესახებ On.ge-ს ესაუბრა.

უნივერსიტეტი
ყოველთვის მომწონდა ღვინის დაყენების იდეა და უცნაური იყო ჩემთვის ადამიანები რომ იმაზე მეტს ლაპარაკობდნენ მასზე, ვიდრე რიგით სასმელზე. აბიტურიენტობისას ჩემი დის რეკომენდაციით აგრარული უნივერსიტეტის გაცნობით პროგრამაზე მივედი, სადაც სამი დღე ვიყავი ჩვეულებრივი სტუდენტი და იქ მივხვდი, რომ ძალიან დიდ თავისუფლებას ვგრძნობდი.

მეღვინეობა-მევენახეობა ძალიან საინტერესოდ ჟღერდა. თან ჩემს საყვარელ მეცნიერებას, ქიმიას გამოვიყენებდი. გადავწყვიტე გამერისკა და დამემსხვრია სტერეოტიპი იმაზე, რომ ღვინო მხოლოდ კაცების საქმეა.

ანანო ვეკუა

მოკლედ გამიმართლა და გავხდი კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის სტუდენტი. მე ვარ პირველი გამოშვება ამ ფაკულტეტის, პროგრამები ჯერ კიდევ დატესტვის პროცესში იყო, თუმცა ყველა ლექტორი ძალიან მოტივირებული იყო, განსაკუთრებით დათო ჩიჩუა და ანა გოდაბრელიძე, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს და აკეთებენ დღესაც ჩვენი წარმატებისთვის.

ქართული ღვინის კომპანიები
მგონია, რომ უშუალოდ ქარხანაში მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ სფეროში. აუცილებელია იცოდე ყველა ოპერაცია, რომელსაც ღვინო ბოთლამდე გადის, ამიტომ გადავწყვიტე ქართულ ღვინის კომპანიებთან თანამშრომლობა მეცადა.

რამდენიმე შემოთავაზება იყო პატარა საწარმოებიდან სხვადასხვა ადამიანის რეკომენდაციით, მაგრამ მე მერჩივნა დამოუკიდებლად, ასე ვთქვათ, შუამავლის გარეშე დამეწყო მუშაობა და მივწერე "კორპორაცია ქართულ ღვინოს" მეილი, სადაც ვამბობდი, რომ მე ვარ გამოუცდელი, მაგრამ მოტივირებული და, რომ მე მათ ვჭირდები.

ძალიან გამიმართლა, რომ ამ კომპანიას ჰყავს გენერალური დირექტორი, რომლის ხედვები ძალიან პროგრესულია, დამირეკეს, გვქონდა მოლაპარაკებები და საბოლოოდ 2017 წლის პირველ თებერვალს გავხდი საქართველოში ალბათ ერთადერთი 22 წლის მეღვინე გოგო, რომელიც ქარხანაში მუშაობს.

სწავლა და მუშაობა წინანდალში
საკმაოდ აქტიური სოციალური ცხოვრებიდან უცებ აღმოვჩნდი სოფელ წინანდალში, სრულიად უცხო გარემოში. რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი ძალიან კარგი სტაფისა და მოქნილი გრაფიკის მეშვეობით, მაგისტრატურაზე სწავლასაც ვახერხებდი და შაბათ-კვირის თბილისში ოჯახთან და მეგობრებთან გატარებასაც.

კომპანიის მთავარი მეღვინე არის ასევე ახალგაზრდა თეოფანე სიგუა, რომელთან ერთადაც ვსწავლობ თანდათან უამრავ რამეს. 2017 წელს მასთან ერთად მივიღე ჩემი პირველი დიდი რთველი, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა, რაც აქამდე ოდესმე მიგრძვნია.

სამხრეთ აფრიკა
რაც შეეხება სამხრეთ აფრიკას, არსებობს პროექტი, რომელსაც საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკაში, საქართველოს საკონსული სამხრეთ აფრიკაში, ღვინის ეროვნული სააგენტო და სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატა უდგანან სათავეში, რომლის ფარგლებში ღვინის კომპანიებს შორის ხდება თანამშრომლების გაცვლა.

ფოტო: ანანო ვეკუა

"კორპორაცია ქართულმა ღვინომ" მომცა შესაძლებლობა ამ პროექტში მიმეღო მონაწილეობა და გავმხდარიყავი პირველი ქართველი ქალი მეღვინე სამხრეთ აფრიკაში, ქვეყანაში სიდიდით მეორე ქარხანაში, რომელსაც რობერტსონი ჰქვია. კომპანიაში იწარმოება ყველა ტიპის ღვინო, ძირითადად, ფრანგულ ჯიშებს იყენებენ. მაგალითად, სოვინიონ ბლანი, შარდონე, კაბერნე სოვინიონი... ქართულ ჯიშებს არ იყენებენ ჯერ, თუმცა მქონდა საუბარი მთავარ მეღვინეებთან და სჭირდებათ ისეთი მახასიათებლების მქონე ჯიშები, როგორიც გვაქვს საქართველოში.

თუ ისინი მოინდომებენ ქართული ჯიშების გამოყენებას, ძალიან ხანგრძლივი, მაგრამ მნიშვნელოვანი და საამაყო ამბავი იქნება ნამდვილად.

სამხრეთ აფრიკაში ორი თვის განმავლობაში ვრჩები.

აქ რთველია ახლა, ყველა პროცესში ვიღებ მონაწილეობას. ყოველ დღე სხვადასხვა ოპერაციაში მრთავენ, ხან ფილტრაციაში ვეხმარები, ხან ფერმენტაციის დაწყებასა და კონტროლში, ხან ღვინის დამუშავებაში და ა.შ.

სამომავლო გეგმები
დაბრუნების შემდეგ, რა თქმა უნდა, მუშაობას ვაგრძელებ "კორპორაცია ქართულ ღვინოში" და ვეცდები აქ მიღებული გამოცდილება გამოვიყენო იქ. ერთი თვის წინ გავხდი ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი და მუდმივად მექნება დეგუსტაციები. დავამთავრებ მაგისტრატურას აგრარულ უნივერსიტეტში და დავიწყებ მომზადებას ევროპის რომელიმე ღვინის ქვეყნის უნივერსიტეტში, რამე სამეცნიერო კვლევის ჩატარებისთვის, ან ისევ სწავლისთვის.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 457 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: anano vekua, meghvineoba, ghvino, წინანდალი, tsinandali, samkhret afrika, მეღვინეობა, ღვინო, სამხრეთ აფრიკა, ანანო ვეკუა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...