გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » თებერვალი » 16 » Books at Berlinale-ზე ქართული რომანი პირველად წარდგება / buks et berlinaleze qartuli romani pirvelad tsardgeba
5:33 AM
Books at Berlinale-ზე ქართული რომანი პირველად წარდგება / buks et berlinaleze qartuli romani pirvelad tsardgeba






ბერლინალეს კინოფესტივალის Co-Production Market-ის სექცია Books at Berlinale-ზე ქართული ლიტერატურული ნაწარმოები პირველად წარდგება. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის თანამშრომლობის ფარგლებში, მსოფლიო კინო ინდუსტრიის წარმომადგენლები დათო ტურაშვილის რომანს „სხვა ამსტერდამი“ გაეცნობიან. წიგნს 19 თებერვალს დაგეგმილ ფიჩიგნზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის საავტორო უფლებების მენეჯერი მიხეილ ციხელაშვილი წარადგენს. ღონისძიებას თავად ავტორი დათო ტურაშვილი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი, უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, რეჟისორები, პროდიუსერები და ჟურნალისტები დაესწრებიან. ფიჩინგის შემდეგ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სახელით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში, გაიმართება მიღება, სადაც ქართული დელეგაცია საერთაშორისო ლიტერატურული და კინოსფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

Books at Berlinale ბერლინალეს კინოფესტივალისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთობლივი პროექტია. აღნიშნულ ფორმატში ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ასობით სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის ლიტერატურული ნაწარმოები იგზავნება, სპეციალური ჟიური კი მხოლოდ 12 საუკეთესოს არჩევს“- ნათქვამია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს კონკურსში განაცხადების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 30 ქვეყნის 150 განაცხადიდან საუკეთესო წიგნები საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ნორვეგიიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან შეირჩა.

„ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელი იურგენ ბოსი 2018 წლის „Books at Berlinale-ს“ შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს პირველად ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ჟიურის მიერ საუკეთესოთა შორის შერჩევაზე და აცხადებს, რომ დათო ტურაშვილის „სხვა ამსტერდამი“, გარკვეულწილად, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის კონტექსტში საერთაშორისო საზოგადოების წინასწარი შემზადებაა.

ბერლინალეს კინოფესტივალის Co-Production Market-ის სექცია Books at Berlinale-ს მიზანია კინოეკრანიზაციისთვის ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალფეროვანი თემატიკისა და ჟანრის ახალი ლიტერატურული ნაწარმოებების შერჩევა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, ბერლინალეს 68-ე კონოფესტივალზე ქართული ფილმი დატვირთული პროგრამით წარდგება“- ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 841 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: დათო ტურაშვილი, dato turashvili, sxva amsterdami, books at berlinale, ქართული წიგნი, qartuli tsigni, სხვა ამსტერდამი, skhva amsterdami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...