გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » თებერვალი » 16 » მსახიობი ითან ჰოუკი გამოჩენილ გამომგონებელ ნიკოლა ტესლას განასახიერებს / msakhiobi itan houki gamochenil gamomgonebel nikola teslas ganasakh
5:41 AM
მსახიობი ითან ჰოუკი გამოჩენილ გამომგონებელ ნიკოლა ტესლას განასახიერებს / msakhiobi itan houki gamochenil gamomgonebel nikola teslas ganasakh






ჰოლივუდში გრძელდება ძველი და კარგი ტრადიცია, რომელიც გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებას ასახავს დიდ ეკრანებზე.

ეს ტრადიცია უკვე არაერთი ათწლეულია ძალაშია და კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება. ამჯერად კინორეჟისორები გვთავაზობენ პროექტს, რომელიც გამოჩენილი გამომგონებლის ნიკოლა ტესლას ცხოვრებაზე იქნება დაფუძნებული და მასში მთავარ როლს ითან ჰოუკი შეასრულებს. ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ტესლა განსახიერება მოხდება დიდ ეკრანზე, სულ რამდენიმე ხნის წინ ეს როლი ნიკოლას ჰოლტმა შეასრულა ფილმში The Current War.

ნიკოლა ტესლას საკმოდ მნიშვნელოვანი როლი უკავია ისტორიაში და მასთან ასოცირდება ბევრი უაღრესად საჭირო გამოგონება. ასევე საინტერესო იქნება ითან ჰოუკის მონაწილეობა, რადგან ბოლო პერიოდში მან აშკარად დაგვავიწყა თავი და ამ როლს ნამდვილად შეუძლია მისი კარიერის ხელახლა გაბრწყინება.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 854 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: nikola tesla, akhali filmi, nicolas tesla, itan houki, Ethan Hawke, ახალი ფილმი, ნიკოლას ტესლა, tesla movie, ითან ჰოუკი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...