გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » თებერვალი » 27 » გამოფენა - ელემენტები - სკულპტურები და გრაფიკული ნამუშევრები / gamofena - elementebi - skulpturebi da grafikuli namushevrebi
6:14 PM
გამოფენა - ელემენტები - სკულპტურები და გრაფიკული ნამუშევრები / gamofena - elementebi - skulpturebi da grafikuli namushevrebi






საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ანდრეი ოსტაშოვის გამოფენას „ელემენტები - სკულპტურები და გრაფიკული ნამუშევრები“ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

ანდრეი ოსტაშოვი ბელარუსი მოქანდაკეა, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს მინსკში. ის მუშაობს ქვასა და ბრინჯაოზე, ასევე ქმნის გრაფიკულ ნამუშევრებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე ბრინჯაოსა და ქვის სკულპტურა და 25-მდე გრაფიკული ნამუშევარი. დამთვალიერებელი იხილავს ავტორის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებულ საუკეთესო ნამუშევრებს, ასევე ახალ ნამუშევრებს სერიიდან „ელემენტები“.

1995 წლიდან, ანდრეი ოსტაშოვს მონაწილეობა აქვს მიღებული 100-ზე მეტ ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენაში, პლენუმებსა თუ საერთაშორისო პრაქტიკუმებში. იგი არის მრავალი სკულპტურული თუ არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული, სხვადასხვა დროს იყო ბელარუსისა და პოლონეთის კულტურის მინისტრების მრჩეველი. 2009 წლიდან მართავს ანდრეი ოსტაშოვის გალერეას მინსკში.
თავისი აქტიური შემოქმედების 20 წლის განმავლობაში, ანდრეი ოსტაშოვი ქმნის თანამედროვე მითებსა და ლეგენდებს, რაც ერთნაირად ხიბლავს ზრდასრულ და ახალგაზრდა მნახველს. მისი ნამუშევრებში ირღვევა ზღვარი რეალურ და წარმოსახვით სამყაროებს შორის.

თავის შემოქმედებაში არტისტი ეხმიანება იდეას, რომ დღეისათვის ადამიანები აღარ იყოფიან ევროპელებად და აზიელებად. ევროპულ ესთეტიკასთან ერთად, იგი აქტიურად იყენებს აზიურ მოტივებსა და ელემენტებს. მისი შემოქმედება არის ერთგვარი ნაზავი ტრადიციული კულტურებისა, რომელიც, თავის მხრივ, ერწყმის თანამედროვეობას და თანამედროვე ადამიანის შინაგანი სამყაროს გამოძახილს წარმოადგენს.

ანდრეი ოსტაშოვის ნამუშევრები დაცულია ბელარუსის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, პოლონეთის, რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბევრი სხვა ქვეყნის კერძო თუ სამუზეუმო კოლექციებში.

ხანგრძლივობა: 4 – 18 მარტი, 2018
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ.11

*გალერეა მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.
შესასვლელი ბილეთის საფასური:
მოზრდილი 7 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად: https://goo.gl/9tnKZs

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.

_________________________________________________________

“Elements – Sculpture and Graphics” – the exhibition by Andrey Ostashov

Georgian National Museum presents the exhibition of Andrey Ostashov “Elements – sculpture and graphics” in Dimitri Shevardnadze National Gallery.

Andrey Ostashov is a professional sculptor who lives and works in Minsk, Belarus. He works in stone and bronze, pursues drawing and graphic arts. The exposition will showcase up to 50 bronze and stone sculptures and up to 25 graphic works. Visitors will be able to get acquainted with his best works, as well as new works from the series “Elements”.

Since 1995, he has participated in than 100 national and international exhibitions, plein-airs and international traineeships. He is the Winner of numerous art and architectural competitions; fountadioner of the Minister of Culture of the Republic of Belarus and the Minister of Culture of the Republic of Poland. Since 2009, he has opened Andrey Ostashov Gallery in Minsk.

For more than 20 years of his intense creative life, the artist creates modern myths and legends, making us participants of this extremely fascinating process. His works reflect the author’s conviction that today the universality of ancient human memory ceased to submit the idea of dividing inhabitants of Europe and Asia on people on the East and the West. As a person from the West, the artist is courageously and genuinely ensorcelled by the Orient, which is loved by many spectators and collectors all across Eurasia. It especially concerns those who live at the junction of cultures – and there are more and more such people in the world. The dialogue format offered by Ostashov is very important for today’s world. Probably that is why Ostashov’s sculptures can be found in the biggest museum and private collections in Belarus, Great Britain, Canada, United Arab Emirates, Poland, Russia, USA and other countries.

What is the secret of the Belarusian artist’s phenomenon? Breathtakingly interesting plots of his works, where the real and the invented are deeply intertwined, are close and clear both to adults and young people, which is Interested not only in traditional art. Ostashov’s modern language speaks about the mythologies of Ancient Greece and the Ancient Orient, today’s city culture, and inner life of each of us.

Duration: March 4 – March 18, 2018
Address: Dimitri Shevardnadze National Gallery, 11 Shota Rustaveli Ave. Tbilisi, Georgia.

*Working Hours: Tuesday - Sunday, 10 am- 5:30 pm
Entrance Fees:
Adults - 7 GEL
Students - 1 GEL
School Children - 0,5 GEL
Friends of Museum - Free
Children under 6 - free

*You can also buy tickets online: https://goo.gl/9tnKZs

Free to: ICOM members, "Culture Card" owners, museum employees, people with limited abilities, internally displaced persons (IDPs) and socially unprotected persons.

Note: visitors receiving special benefits or free admission privileges should present relevant documents.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 272 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: mkhatvari, skulptura, mxatvari, სკულპტურა, მხატვარი, gamofena, mkhatvroba, მხატვრობა, grafikuli namushevrebi, mxatvroba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...