გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » მარტი » 2 » ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა / baratashvilis quchaze dashavebuli ert-erti bavshvi gardaicvala
11:25 AM
ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა / baratashvilis quchaze dashavebuli ert-erti bavshvi gardaicvala






ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობიდან შუშის ჩამოვარდნისას დაშავებული 6 ბავშვიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

ექიმის თქმით, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა:

"უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. გადაუდებლად ავიყვანეთ საოპერაციოში, მაგრამ ვერ მოვახერხეთ დაწყება, რადგან გული გაუჩერდა. გარდაიცვალა ტრავმული შოკით".

ექიმის თქმით, დანარჩენი დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღეს, 28 თებერვალს, ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის გარე ფასადიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად ქვეითად მოსიარულე 6 მოსწავლე დაშავდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 755 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: bavshvi, ბარათაშვილის ქუჩა, gardaicvala, baratashvilis qucha, სასწრაფო დახმარება, dasaxichreba, გარდაიცვალა, saswrafo daxmareba, Tbilisi, თბილისი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...