11:58 AM მომავალ წელს მთვარეზე 4G მობილური ინტერნეტი გაეშვება / momaval tsels mtvareze 4G mobiluri interneti gaeshveba | |||||||||||||||
გერმანული ფირმა PTScientists მრავალი წელია, მთვარეზე მისიას გეგმავს. ის აუდისთან თანამშრომლობს, რათა შექმნას და ჩაიტანოს ორი XPrize-ის გამარჯვებული კვადრო როვერები მარსზე, რომლითაც მთვარის ზედაპირს გამოიკვლევს. მისია 2019 წლისთვისაა დაგეგმილი. ახლა კი, ეს გუნდი Vodafone-სთან და Nokia-სთან თანამშრომლობს, რათა მთვარეზე დაფუძნებული კომუნიკაციების ქსელი შექმნას 4G LTE-ის გამოყენებით. მიზანი? რათა დედამიწელებმა მთვარის მაღალი გარჩევადობის ვიდეოები სწრაფად მივიღოთ. Vodafone-ის ბაზა როვერებთან დაამყარებს კომუნიკაციას, როცა ისინი მთვარის ფოტოებსა და ვიდეოებს მოაგროვებენ. 4G ინტერნეტი 1800 MHz სიხშირით HD ვიდეოს ALINA-ს გაუგზავნის, რომელიც შემდეგ PTScientists-ს დაუკავშირდება ბერლინში. Nokia კოსმოსურ ქსელურ მოწყობილობებს ქმნის, რომლის მასაც ჯამში ერთ კილოგრამზე ნაკლები იქნება. 4G ბევრად უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე ანალოგური რადიო. მისი საშუალებით, მონაცემების უფრო დიდი რაოდენობა გადაიგზავნება როვერებსა და ALINA-ს სადგურს შორის. "ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ Vodafone-მ თავიანთ ტექნოლოგიურ პარტნიორებად აგვარჩია“. - ამბობს Nokia-ს მარკუს ველდონი. ასე რომ, თუ მთვარეზე მოხვდებით, მაღალი სიჩქარის ინტერნეტის პრობლემა არ გექნებათ.
| გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.მიმაგრება: სურათი 1
|
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
Загрузка...
|