გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » მარტი » 2 » მშვიდობა ომზე მეტია - არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართება / mshvidoba omze metia - archil tetunashvilis mimart solidarobi
12:11 PM
მშვიდობა ომზე მეტია - არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართება / mshvidoba omze metia - archil tetunashvilis mimart solidarobi






მშვიდობა ომზე მეტია - არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია კვირას, 4 მარტს, 18:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

აქციას ორგანიზებას მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი უწევს. მათი თქმით, აღნიშნული ფაქტს უნდა მიეცეს მკაცრი რეაგირება, როგორც სახელმწიფოსგან ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისგან.

"ეს არის არა მარტო სახელმწიფოზე დარტყმა, არამედ ჩვენს პრინციპებსა და ფასეულობებზე, განვითარებაზე, ქვეყნის წინსვლასა და ჩვენს მშვიდობიან არჩევანზე. ჩვენ, ამ აქციით ვამბობთ, რომ საქართველოს რიგითი მოქალაქეები ვირჩევთ მშვიდობასა და თავისუფლებას, ხოლო რუსეთი ირჩევს ომსა და ძალადობას...

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლას, პირიქით, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე სამართლიანი და მშვიდობიანი ხერხებით და 100%-ით ვართ დარწმუნებულები, რომ მოვიგებთ ამ ომს, ზუსტად იმიტომ, რომ მშვიდობა ომზე მეტია! და ჩვენი მთავარი სათქმელიც ეს არის."

ორგანიზატორები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს და სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, შეუერთდნენ მათ პროტესტს.

"მოგიწოდებთ თითოეულ პოლიტიკოსს, თანამდებობის პირებსა თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გადადოთ გვერდით საკუთარი ინტერესები, სკამები, სახელები, მიზნები და გახდეთ იმ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, რომელსაც შეუძლია ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ცვლილებების განხორციელება. ნუ გამოიყენებთ ამ აქციას საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ და დაუთმეთ ერთი დღე იმ ინტერესებს, რაც მთელი საქართველოსთვის საერთო ტრაგედიაა."

ორგანიზატორების თქმით, სოლიდარობის გამოსახატად, თბილისში მდებარე 40-მდე კომერციული ობიექტი, კერძოდ ბარები აქციის დროს 2 საათის განმავლობაში დაიხურება.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 959 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: solidarobis aqcia, archil tatunashvili, მშვიდობა ომზე მეტია, solidaroba, არჩილ ტატუნაშვილი, mshvidoba omze metia, საოკუპაციო რეჟიმი, saokupacio rejhimi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...