გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » მარტი » 18 » საქართველოში აღარასდროს დავბრუნდები - პოლონელი ტურისტი გუდაურის ინციდენტის დეტალებს იხსენებს / saqartveloshi agharasdros davbrundebi - polon
1:07 AM
საქართველოში აღარასდროს დავბრუნდები - პოლონელი ტურისტი გუდაურის ინციდენტის დეტალებს იხსენებს / saqartveloshi agharasdros davbrundebi - polon






"გულწრფელად რომ გითხრათ, სამაშველო სამსახურის მუშაობიდან გამომდინარე, საქართველოში არასდროს დავბრუნდები. უბედური შემთხვევები ხდება, მაგრამ ასეთ დროს დარწმუნებული უნდა იყო, რომ პროფესიონალურ დახმარებას მიიღებ. ამ შემთხვევაში კი სრული არაპროფესიონალიზმი გამოვლინდა", - ასე აფასებს პოლონელი ტურისტი, იგნაცი ნიმჩიცკი 16 მარტს გუდაურში მომხდარ ინციდენტს. ტურისტი, 5 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად, საქართველოში ერთი კვირის წინ ჩამოვიდა და გუდაურში სასრიალოდ იმყოფებოდა.

იგნაცი ნიმჩიცკი, კომუნიკაციების სპეციალისტი

ნიმჩიცკი On.ge-სთან ინტერვიუში მომხდარის დეტალებს იხსენებს და ყვება, რომ სწორედ იმ დროს აპირებდა საბაგიროზე ასვლას, როდესაც მან უკუსვლით, სწრაფად მოძრაობა დაიწყო.

ტურისტი ამბობს, რომ თავიდან ადამიანები საბაგიროდან ცვივოდნენ, თუმცა მალე, სადგურთან, ერთი სკამი გაიჭედა:

"ადამიანების უმრავლესობა, საბაგირო სადგურთან ახლოს, სკამებიდან ხტებოდა. სრული ქაოსი იყო. ვიგრძენით დამწვრის სუნიც, თუმცა ამას საბაგირო არ გაუჩერებია. სადგურის ოპერატორმა დაახლოებით სამი წუთის განმავლობაში საბაგირო ვერ გააჩერა."

ფოტო და ვიდეო მასალა გუდაურიდან, სადაც საბაგირო დაზიანდა
ნიმჩიცკის თქმით, სადგურთან სულ მცირე ორი ადამიანი ძალიან მძიმედ დაშავდა. მისივე თქმით, ერთ-ერთი ქალი ფეხებს ვერ გრძნობდა და კონტაქტზე არ გამოდიოდა, მეორე, ასევე ქალი, ცუდ მდგომარეობაში იყო თუმცა უკეთესად, ვიდრე პირველი:

"ძალიან დიდი პატივს ვცემ მაშველებს, თუმცა დღეს ვიხილე სრული ქაოსი და არაპროფესიონალიზმი. თავიდან ადგილზე მხოლოდ ერთი მაშველი იყო, რომელიც იდგა და უყურებდა სიტუაციას, არ იცოდა რა გაეკეთებინა. შემდეგ მეტი მაშველი მოვიდა, თუმცა იმის მაგივრად, რომ დაშავებულებს ინდივიდუალურად დახმარებოდნენ, უბრალოდ წინ და უკან დადიოდნენ."

ტურისტი ფიქრობს, რომ ადგილზე მისულ მაშველებს სამედიცინო დახმარების გაწევის ცოდნა არ ჰქონდათ, ან პრაქტიკაში ვერ გამოიყენეს. ნიმჩიცკი იხსენებს, რომ მოგვიანებით ექიმები მივიდნენ, რომელთაც ყველაზე მძიმედ დაშავებული გოგოს საკაცეზე მოსათავსებლად, დაახლოებით 15 წუთი დასჭირიდათ. ტურისტი ფიქრობს, რომ მძიმე მდგომარეობის გამო, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში ვერტმფრენით უნდა გადაეყვანათ:

"შოკირებული ვარ აქაური სამაშველო სამსახურის ხარისხით. სიტყვები არ მყოფნის, რამდენად ცუდი იყო ეს ყველაფერი."

"ერთ-ერთ მაშველს ვკითხე, რატომ არ იყენებენ ვერტმფრენს. ინგლისურად ცუდად ლაპარაკობდა, მაგრამ მითხრა, რომ საკომუნიკაციო სისტემა არ მუშაობდა და ვერ რეკავდნენ. თუმცა ახლახან ვიხილეთ სამთავრობო ვერტმფრენი, რომლითაც ეკონომიკის მინისტრი ჩამოვიდა. სხვა ორი ვერტმფრენი ინციდენტიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ ჩამოიყვანეს."

პოლონელი ტურისტი ამბობს, რომ ადგილი სადაც მძიმედ დაშავებულები მოათავსეს "საშინელი" იყო და ამაზე ინფორმაცია რომ ჰქონოდა, საქართველოში არასროს ჩამოვიდოდა:

"ვერ ვხვდები, რატომ დასჭრიდა საბაგიროს გაჩერებას ამდენი ხანი. პოლიცია თვითმხილველებს არ ეკითხებოდა, რა მოხდა. უბრალოდ ეუბნებოდნენ, რომ გასულიყვნენ ტერიტორიიდან. არ მესმის, როგორ შეიძლება გუდაურში, სადაც ამდენი ადამიანი ისვენებს, სამაშველო ვერტმფრენი არ გყავდეთ."

16 მარტს, გუდაურში, საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, 10-მდე ადამიანი დაშავდა. მათი მკურნალობის ყველა ხარჯს სრულად აანაზღაურებს მთის კურორტების განვითარების კომპანია. კომპანიის ცნობით, დაზიანებული საბაგირო 2017 წლის 22 დეკემბერს შემოწმდა და ინსპექტირების შედეგად არაინაირი არსებითი თუ კრიტიკული შეუსაბამობა არ დადგინდა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 971 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ignaci nimchicki, ტურიზმი, gudauri, turizmi, იგნაცი ნიმჩიცკი, გუდაურის საბაგირო, gudauris sabagiro, საქართველო, გუდაური, saqartvelo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...