1:12 AM ადგილები, სადაც პირველი მაისიდან სიგარეტის მოწევა აგეკრძალებათ / adgilebi, sadac pirveli maisidan sigaretis motseva agekrdzalebat | ||||||||||||
თამბაქოს მოწევა იკრძალება: ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში; საზოგადოებრივ ტრანსპორტში; საგანმანათლებლო დაწესებულებებში და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ ადგილებში; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება; სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია. გამონაკლისი შემთხვევები - თამბაქოს მოწევა ნებადართულია: ტაქსისა და კატერში; ფიზიკური პირის სახლში; სამორინეში; წინასწარი დაკავების იზოლატორში; პენიტენციურ დაწესებულებაში; თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; სიგარაბარში; სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანების შეთხვევაში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას. ჯარიმები წესების დარღვევის გამო შენობა-ნაგებობაში ან/და მის კუთვნილ ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევისთვის, ჯარიმა 500 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგდება; მრავალბინიანი სახლის სადარბაზოში,სახურავსა და ლიფტში მოწვისთვის ჯარიმა 50 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგდება; წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი გაორმაგდება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ტრანსპორტში მოწევისთვის დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი გაორმაგდება; თუკი ფიზიკური პირი საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევს დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი გაორმაგდება. მიმაგრება: სურათი 1
|
|