12:47 PM 10 გრამატიკული შეცდომა, რომელიც უწიგნურობაზე მეტყველებს / 10 gramatikuli shecdoma, romelic utscignurobaze metkvelebs | ||||||||||||
თუ არ იცით, რომ გუშინ მაგრათ კი არა, მაგრად გაერთეთ ან ფიქრობთ, რომ არაფელი არ უნდა დაგელიათ, ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის. განაგრძეთ კითხვა და ნახეთ 10 გრამატიკული შეცდომა, რომელიც არასდროს უნდა დაუშვათ: 1. ალბად შეცდომაა: ალბად, მოგენატრე. სწორია: ალბათ, მოგენატრე. 2. რამის შეცდომაა: რამის დედაჩემში ამერიე. სწორია: ლამის დედაჩემში ამერიე. 3. საავანტყოფო შეცდომაა: საავანტყოფოში დააწვინეს. სწორია: საავადმყოფოში დააწვინეს. ავადმყოფი - ავად + მყოფი. 4. მაგრათ შეცდომაა: მაგრათ ვიცინე. სწორია: მაგრად ვიცინე. 5. ბევრჯელ შეცდომაა: ბევრჯელ გავუმეორე. სწორია: ბევრჯერ გავუმეორე. 6. არაფლის შეცდომაა: არაფლის. სწორია: არაფრის. 7. საქმის ყურში შეცდომაა: მამაჩემი საქმის ყურშია. სწორია: მამაჩემი საქმის კურსშია. 8. ჩემს ამპულაში შეცდომაა: ჩემ ამპულაში ვარ. სწორია: ჩემს ამპლუაში ვარ. 9. ბიზმესმენი შეცდომაა: ჩემი შეყვარებული ბიზმესმენია. სწორია: ჩემი შეყვარებული ბიზნესმენია. სიტყვიდან - ბიზნესი. 10. რეამინაცია შეცდომაა: რეამინაციაში მოათავსეს. სწორია: რეანიმაციაში მოათავსეს. თქვენ რომელი შეცდომა გეზიზღებათ ყველაზე მეტად? მიმაგრება: სურათი 1
|
|