გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » მარტი » 30 » მეცნიერებმა ადამიანის სხეულში ახალი ორგანო აღმოაჩინეს / mecnierebma adamianis skheulshi akhali organo aghmoachines
12:55 PM
მეცნიერებმა ადამიანის სხეულში ახალი ორგანო აღმოაჩინეს / mecnierebma adamianis skheulshi akhali organo aghmoachines






მეცნიერებმა ადამიანის სხეულში ახალი ორგანო აღმოაჩინეს, რომელიც სხვა ორგანოებისა თუ ქსოვილების გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს. ეს არც მინი-ტვინია და არც მეორე გული. ახლადაღმოჩენილ ორგანოს ინტერსტიტიუმი ჰქვია. ეს ერთმანეთთან დაკავშირებული, სითხით სავსე "სათავსოების" ქსელია (დაახლოებით ისეთი, როგორიც სატკაცუნო პარკია). ინტერსტიტიუმი კანის ქვეშ, მუცელში, ფილტვებში, სისხლძარღვებსა და კუნთებში გვხვდება.

კვლევა, რომელიც Scientific Reports-ში დაიბეჭდა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. ახალი ორგანოს აღმოსაჩენად მათ ლაზერული ენდოსკოპი გამოიყენეს, რომლითაც ცოცხალ მიკროსკოპულ ქსოვილებს დააკვირდნენ. აქამდე ქსოვილებზე ჩატარებული კვლევებისას მეცნიერები ძირითადად ამოჭრილი უჯრედების ბიოფსიას ეყრდნობოდნენ, სხეულისგან განცალკევებულ ნიმუშებში კი სითხით სავსე სივრცე არ ჩანდა.

კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ სწორედ ინტერსტიტიუმი გამოყოფს კოლაგენს და "ინახავს" ღეროვან უჯრედებს, რომლებიც დაზიანებული უბნების აღდგენაში მონაწილეობენ. სითხით სავსე, ერთმანეთთან დაკავშირებული "სათავსოების" არსებობა შეიძლება იმის ასახსნელადაც გამოგვაგდეს, თუ რატომ ვრცელდება ზოგიერთი ტიპის სიმსივნე უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა დანარჩენები.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 873 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: adamianis skheuli, ბიოლოგია, Organo, მედიცინა, mecniereba, მეცნიერება, medicina, biologia, ორგანო, ადამიანის სხეული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...