გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » მარტი » 30 » ვაჟა მარგველაშვილი ოქროს მედლის მფლობელია / vajha margvelashvili oqros medlis mflobelia
8:16 PM
ვაჟა მარგველაშვილი ოქროს მედლის მფლობელია / vajha margvelashvili oqros medlis mflobelia






თბილისის საერთაშორისო ტურნირის ფინალური მატჩი 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დრამატულად წარიმართა. ტურნირში ერთმანეთს ვაჟა მარგველაშვილი და ბრაზილიელი დანიელ კარგნინი შეხვდნენ.

ძირითად დროში მსაჯმა ქართველ სპორტსმენს ვაზარი ჩაუთვალა და გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა სხვა მსაჯებმა ეს ქულა გააუქმეს და მატჩის დამატებით დროში გადავიდა. ინფორმაციას 1TV ავრცელებს.

საბოლოოდ გამარჯვებული მაინც მარგველაშვილი გახდა, მას შემდეგ, რაც ბრაზილიელ სპორტსმენს მსაჯმა მესამე გაფრთხილება მისცა.

დღესვე, მესამე ადგილისთვის მატჩში, ლაშა გიუნაშვილმა უზბეკ შახრამ ახადოვთან დათმო და მედლის გარეშე დარჩა.

ამრიგად, თბილისის საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს საქართველომ ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 739 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: chempioni, vaja margvelashvili, dziudo, Judo, gamarjveba, vajha margvelashvili, chidaoba, oqros medali | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...