გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » აპრილი » 11 » ქალმა დნმ-ის ტესტით გაიგო, რომ ბიოლოგიური მამა თავისი მშობლების რეპროდუქტოლოგია / qalma dnm-is testit gaigo, rom biologiuri mama tavisi msho
0:39 AM
ქალმა დნმ-ის ტესტით გაიგო, რომ ბიოლოგიური მამა თავისი მშობლების რეპროდუქტოლოგია / qalma dnm-is testit gaigo, rom biologiuri mama tavisi msho






ამერიკელი ქალი თავისი მშობლების რეპროდუქტოლოგს უჩივის, მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ მის დაბადებამდე, სამედიცინო პროცედურების დროს, ექიმმა თავისი დედის გასანაყოფიერებლად ჩუმად საკუთარი სპერმა გამოიყენა.

კელი როულეტს უწყინარი მიზანი ჰქონდა, როცა Ancestry.com-ზე თავისი დნმ-ს მონაცემები შეიყვანა. საიტი გეხმარება გაიგო შენი წინაპრების წარმომავლობა.

თუმცა, 36 წლის ქალი გაოცებული დარჩა, როცა აღმოაჩინა, რომ მისი ბიოლოგიური მამა სულ სხვა კაცი იყო.

კელი ფიქრობდა, რომ შეცდომა საიტმა დაუშვა და ამის შესახებ დედას უამბო. თან ის გვარიც აღნიშნა, რომელიც საიტმა მის მამად დააფიქსირა - მაშინ მიხვდა კელის დედა, რომ 80-იან წლებში, მისმა ექიმმა მოატყუა და რეპროდუქციული მიზნისთვის ჩუმად საკუთარი სპერმა გამოიყენა.

კელის დაბადებამდე, მისი მშობლები აიდაჰოში ცხოვრობდნენ. დედის საშვილოსნოს მდგომარეობისა და მამის სპერმის სიმცირის გამო, ისინი ექიმთან დადიოდნენ. გინეკოლოგ ჯერალდ მორტიმერს, კელის დედის გასანაყოფიერებლად, ქმრისა და ახალგაზრდა დონორის სპერმა უნდა გამოეყენებინა - 18 წლის სტუდენტის, რომელიც 180 სანტიმეტრი სიმაღლის იყო, მუქი თმა და ლურჯი თვალები ჰქონდა. თუმცა, მკურნალობიდან სამი თვის შემდეგ, ექიმმა პაციენტებისგან უჩუმრად საკუთარი სპერმა გამოიყენა.

კელის დედამ შვილთან საუბრის შემდეგ ყოფილ ქმარს დაურეკა, თუმცა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ კელის გრძნობებს გაფრთხილებოდნენ და მისთვის არაფერი ეთქვათ. თუმცა კელის წინ კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა - მან საკუთარ დაბადების მოწმობაზე გინეკოლოგის გვარი წაიკითხა, რომელიც საიტზე მის ბიოლოგიურ მამად ნაჩვენებ პირს ემთხვეოდა. სწორედ მაშინ დაეჭვდა ის, რომ შესაძლოა მისთვის საიტს არ მოეტყუებინა.

კელის მშობლები - სალი ეშბი და ჰოვარდ ფოულერი, უკვე გაშორებულები არიან. ისინი ამბობენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ისტორიის გასაჯაროება გადაწყვიტეს. ისინი დასძენენ, რომ პროცედურაზე უარს იტყოდნენ, ექიმის განზრახვის შესახებ რომ სცოდნოდათ.

ოჯახი პენსიაზე გასულ გინეკოლოგს თაღლითობის, სამედიცინო გულგრილობის, ზიანის მიყენების, ემოციური სტრესისა და კონტრაქტის დარღვევის გამო უჩივის.

კელის მშობლების თქმით, ექიმმა მშობიარობა ჩაატარა და კელიზე მისი დაბადების შემდეგაც ზრუნავდა, თუმცა როცა გაიგო, რომ ოჯახი აიდაჰოდან ვაშინგტონში გადადიოდა, იტირა. სალი და ჰოვარდი დარწმუნებულნი არიან, რომ მორტიმერმა იცოდა, რომ კელი მისი ბიოლოგიური შვილი იყო.

საიტის Ancestry.com წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ადამიანებს მოულოდნელი კავშირების აღმოჩენაში ეხმარებიან და მათი შედეგები ყოველთვის ზუსტია.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 253 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რეპროდუქცია, მედიცინა, USA, ganakofiereba, reproduqcia, აშშ, medicina, გინეკოლოგია, ginekologia, განაყოფიერება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...