მშობლები — 11 რამ, რაც ბიჭის დედამ უნდა იცოდეს / mshoblebi — 11 ram, rac bichis dedam unda icodes
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დედობა რთულია და განსაკუთრებით რთული ბიჭის დედობაა. ბიჭები საოცრად ენერგიულები არიან, არასოდეს ჩერდებიან, მუდამ მოძრაობენ და დედები ბევრ სირთულეს აწყდებიან.
ვნახოთ, რა არის ის 11 რამ, რაც ბიჭის დედამ აუცილებლად უნდა იცოდეს:
1. ჭიდაობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ის გაბრაზებულია - ბიჭები „ჩხუბობენ“ მაშინაც, როცა ბედნიერები არიან. მათ უყვართ ჭიდაობა, ეს ენერგიის დახარჯვაში ეხმარებათ.
2. ისინი გაუმაძღარები არიან - მზად არიან ყველაფერი შეჭამონ და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
3. სახლში მხოლოდ მისი ხმა ისმის - ღრიალი, ყვირილი, უცნაური ხმების გამოცემა, სტვენა, ეს ჩვეულებრივი მოვლენა ბიჭისგან. მათ უყვართ ხმაური და უნდა შეეჩვიოთ ამას.
4. ლეგოს წინააღმდეგ ვერასოდეს გაიმარჯვებთ - შეიძლება ნერვებს გიშლით ირგვლივ მიმოფანტული ლეგოს ნაწილები, მაგრამ სჯობს, შეეჩვიოთ ამას, ტყუილად ინერვიულებთ, მაინც ვერ გაიმარჯვებთ, თქვენი ბიჭი მალევე მიმოფანტავს მათ ირგვლივ.
5. არაფერია გარშემო ისეთი, რაზეც არ ამძვრალა - წიგნების კარადა, ტანსაცმლის კარადა, მაცივარი - სახლში არაფერია ისეთი, რაზე აზრომასაც არ ცდის. რა თქმა უნდა, ხეებზე ცოცვა მისი საყვარელი საქმიანობა იქნება.
6. არ გაგიკვირდეთ, რომ სახლში ხშირად გატეხავს რაიმე ნივთს და რომელიმე ნივთი თუ განსაკუთრებით გიყვართ სჯობს, გადამალოთ - ის ნებისმიერ ადგილას თამაშობს ბურთით და ვერ შეაჩერებთ, ეს მისი საყვარელი საქმიანობაა.
7. არავითარ შემთხვევაში არ გაამხელს, რომ რამე სტკივა, თუ ეს დაზიანება თამაშის დროს მიიღო - შესაძლოა, სისხლი მოსდიოდეს ტუჩიდან, ან დალურჯება შენიშნოთ, ის არ გეტყვით რის გამო დაემართა და ჩუმად აიტანს ტკივილს.
8. ყველაფერი რაც მრგვალია, ბურთია - მათ შეუძლიათ ბურთის ფუნქციით ნებისმიერი საგანი გამოიყენონ, ან სულაც ქაღალდები დაჭმუჭნონ და ბურთი ასე ითამაშონ.
9. მზად იყავით შეჯიბრებისთვის - თუ ორი ბიჭი გყავთ, ეს სიტუაცია განსაკუთრებით ნაცნობი იქნება თქვენთვის. ისინი ეჯიბრებიან ყველაფერში, მათ შორის, იმ კუთხითაც, თუ ვინ უფრო სწრაფად შეჭამს და ვინ უფრო სწრაფად გაიქცევა ეზოში სათამაშოდ.
10. ყოველთვის შეამოწმეთ მათი სამოსის ჯიბეები, სანამ სარეცხ მანქანაში მოათავსებთ.
11. თქვენ ყოველთვის მისი პირველი სიყვარული იქნებით - თქვენ ხართ პირველი ქალი ვისთვისაც მას ყვავილები მიაქვს, პირველი, ვისზეც ცდილობს, იზრუნოს, პირველი, ვის მიმართაც სიყვარულის გამოხატვას სწავლობს და საიდულოებს უზიარებს. გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ასწავლოთ, როგორ აჩვენონ ქალებს სიყვარული და პატივისცემა.