3:08 PM
თუ გვიან იძინებთ, ადრეული სიკვდილის რისკი იზრდება - კვლევის შედეგი / tu gvian idzinebt, adreuli sikvdilis riski izrdeba - kvlevis shedegi
www.auf.ge -
ადამიანები, რომლებიც გვიანობამდე არ იძინებენ და ღამეებს ათენებენ ადრეული სიკვდილის დიდი რისკის ქვეშ არიან - სწორედ ასეა ნათქვამი ახალი კვლევის დასკვნაში.

კვლევაში ჩართული იყო 433 000 ადამიანი, რომელთა ასაკიც 38-დან 73 წლამდე მერყეობდა.

კვლევის თანახმად იმ ადამიანებში, რომლებიც ღამით გვიანობამდე არ იძინებენ 10%-ით მაღალია გარდაცვალების რისკი, მათთან შედარებით, ვისაც ძილის მოწესრიგებული რეჟიმი აქვს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ადმიანებში, რომლებიც გვიან იძინებენ, ჩნდება ფსიქოლოგიური პრობლემები, დიაბეტი, თავს იჩენს სუნთქვის პრობლემები, უჭირთ გონებრივად ჩვეული აზროვნება, უქვეითდებათ მეხსიერება.

კვლევის თანაავტორი, პროფესორი კრისტენ ნათსონი წერს, რომ ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ, ნაკლებ პროდუქტიულები და ნაკლებად შრომისუნარიანები ხდებიან და ბევრი მიმართულებით უქვეითდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობა.

როცა ადამიანი გვიან იძინებს, ის დილასაც გვიან იწყებს. კვლევის თანახმად, როცა დილა გვიან იწყება, ადამიანი არის ცუდ განწყობაზე, უჩნდება მეტაბოლიზმის პრობლემები, რაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების წარმოშობას განაპირობებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გვიან იძინებს და ადრე იღვიძებს, ძილის ნაკლებობის გამო ის ბევრ სირთულეს აწყდება, აღარ არის შრომისუნარიანი, უჭირს გონებრივად ჩვეულ რეჟიმში მუშაობა, უქვეითდება მეხსიერება.

დარღვეული ძილის რეჟიმის გამო ასევე ორგანიზმში იმატებს ინსულინის დონე და ჩნდება დიაბეტი, იზრდება მკერდის სიმსივნის, ასევე პროსტატის გაჩენის რისკი.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1013 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: dzili, ჯანმრთელობა, ძილი, janmrteloba, medicina, rcheva, მედიცინა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, jansaghi ckhovrebis tsesi, რჩევა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]