გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » აპრილი » 15 » არა დიდ და დამანგრეველ ჰესებს - აქცია პარლამენტის შენობასთან / ara did da damangrevel hesebs - aqcia parlamentis shenobastan
3:26 PM
არა დიდ და დამანგრეველ ჰესებს - აქცია პარლამენტის შენობასთან / ara did da damangrevel hesebs - aqcia parlamentis shenobastan






საქართველოს პარლამენტთან ჰესების მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ითხოვენ შეწყდეს დიდი და ისეთი პატარა ჰესების აშენება, რომელიც საფრთხეს უქმნის მთიან დასახლებებს.

"არა ჰესებს", "არ დაგვინგრიოთ სოფლები", "შეინარჩუნე რაჭა", "სვანეთი ჩემი სახლია, არ დამიტბორო", - ეს ის მთავარი მოთხოვნებია, რომელიც ჰესების აშენების საწინააღმდეგო აქციაზე გააჟღერეს.

აქციის მონაწილეთა ნაწილის თქმით, თუკი მთავრობა არ შეწყვეტს ჰესების მშენებლობას ისინი პრობლემის მოგვარებას თავად შეეცდებიან.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ის ადამიანები არიან, რომლებმაც პირველ აპრილს სვანეთში კაშხლების მშენებლობა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების პოზიციით, ჰესებისა და კაშხლების მშენებლობა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში საფრთხეს შეუქმნის მათ ტურისტულ და კულტურულ პოტენციალს და ქვეყანაში ეკოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 904 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: პარლამენტი, ჰესები, hesi, hesebi, აქცია, saqartvelo, aqcia, საქართველო, parlamenti, ჰესი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...