გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » აპრილი » 15 » 7 საჭმელი, რომელიც ოფისში არ უნდა ჭამოთ / 7 sachmeli, romelic ofisshi ofisshi ar unda chamot
3:42 PM
7 საჭმელი, რომელიც ოფისში არ უნდა ჭამოთ / 7 sachmeli, romelic ofisshi ofisshi ar unda chamot






ნებისმიერ სივრცეში სადაც საზოგადოება იკრიბება, დაწერილ და ყველასათვის ნაცნობ კანონებთან ერთად, დაუწერელი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წესებიც არსებობს.

რას ვგულისხმობთ? წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც ოფისში ზიხართ და გამალებული სამუშაო პროცესის პარალელურად, თქვენი ერთ-ერთი თანამშრომელი, პირობითად ბექა, ცხელ შოთის პურსა და სუნიან გუდის ყველს გემრიელად შეექცევა.

გემრიელი კერძები ყველას ძალიან გვიყვარს, მაგრამ არსებობს ისეთი საკვები, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ გემრიელია, სხვების დისკომფორტის მიზეზი შეიძლება გახდეს. აი ისინიც:

1. სალათი ბევრი ხახვით

კევი გიშველის, კი როგორ არა.

2. ფხალეული ბევრი ნივრით და ნიგვზით

ოფისში ნივრიანი საჭმლის ჭამა თქვენს ეგოიზმზე მეტყველებს.

3. მჟავე კომბოსტო

და თანამშრომლების ამჟავებული სახეები.

4. მოხარშული კვერცხი

სცადეთ ყიყლიყოს წაღება, ბევრად უფრო მეგობრული გამოჩნდებით.

5. დამბალ ხაჭო

დამბალ ხაჭო უკვე კულტურულ ძეგლად ითვლება, მაგრამ ოფისში მისი მომზადება თითქმის შეუძლებელია და თან სამუდამოდ დაგაკარგვინებთ თანამშრომლების კეთილგანწყობას.

6. თევზი

თუ გინდათ, რომ ხელფასი გაგინახევრონ, ასე გააგრძელეთ.

7. ცხვრის ხორცი

ეს უკვე დანაშაულის ტოლფასია.

თუ არ გინდათ, რომ თქვენი ზედმეტსახელი მწვანე ხახვს ან მოხარშულ კვერცხს უკავშირდებოდეს, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა და ზემოთ ჩამოთვლილი საჭმელი ოფისში აღარასდროს მიირთვათ.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 784 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: cxvris xorci, dambali xacho, sachmeli, sakvebi, mjave kombosto, tevzi, fxaleuli, ofisi office, salati salata, moxarshuli kvercxi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...