გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » აპრილი » 15 » ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფი საქნახშირს მოთხოვნებს უყენებს / tyibulis meshaxteebis sainiciativo jgufi saqnaxshiris motxovnebs
3:46 PM
ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფი საქნახშირს მოთხოვნებს უყენებს / tyibulis meshaxteebis sainiciativo jgufi saqnaxshiris motxovnebs






ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფი კომპანია საქნახშირს მოთხოვნებს უყენებს. ისინი ამბობენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გარეშე შახტში მუშაობა წარმოუდგენლად მიაჩნიათ.

"შახტების ამ ფორმით ფუნქციორების ყოველი დღე, საფრხის ქვეშ გვამყოფებს. ყოველი სმენის წინ ვემშვიდობებით ჩვენს ოჯახებს, რადგან არ ვიცით დავბრუნდებით თუ არა უკან", - ნათქვამია განცხადებაში.

მოთხოვნები:

დროებით შეჩერდეს ტყიბულის შახტების (ასევე მასთან დაკავშირებული საწარმოო პროცესები) ფუნქციონირება და კომპანიამ და სახელმწიფომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ შახტებში არსებული შრომის პირობებისა და უსაფრთხოების პრობლემების მოგვარება. კერძოდ, მოხდეს შახტებში არსებული შრომის პირობებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის სრულფასოვანი შეფასება, გაიწეროს საწარმოსა და სამუშაო პროცესის მოდერნიზაციის გეგმა და დაუყოვნებლივ მოვიდეს საწარმოში არსებული შრომის პირობები და უსაფრთხოების საკითხები შესაბამისობაში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან, გაწერილი გეგმის შესაბამისად. ამასთან, საწარმოს ფუნქციონირების დროებითი შეჩერების პერიოდში სრულად ანაზღაურდეს საწარმოში დასაქმებულების ხელფასი და ამაზე სრულად აიღოს პასუხისმგებლობა კომპანიამ და/ან ხელისუფლებამ;
დაიდოს კოლექტიური ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულებებს შორის, რაც გაითვალისწინებს სათანადო შრომით და სოციალურ გარანტიებს დასაქმებულებისათვის;
დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან ის თანამშრომლები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები საწარმოში დღეს არსებულ უმძიმეს ვითარებაზე.
5 აპრილს ტყიბულის შახტში 6 მეშახტე დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა და რამ გამოიწვია ნგრევა ზუსტი მიზეზი უცნობია.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 217 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: tyibuli, ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო , შახტი, tkibuli, საქნახშირი, ტყიბული, shaxta, shakhti, შრომითი უფლებები, ტყიბულელი მეშახტეები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...