გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » აპრილი » 15 » წარმატებული ადამიანების 75%-ს მძიმე ბავშვობა ჰქონდა - ახალი კვლევის შედეგი / tsarmatebuli adamianebis 75%-s mdzime bavshvoba hqonda - akhali
4:32 PM
წარმატებული ადამიანების 75%-ს მძიმე ბავშვობა ჰქონდა - ახალი კვლევის შედეგი / tsarmatebuli adamianebis 75%-s mdzime bavshvoba hqonda - akhali






„სტარბაქსის“ ხელმძღვანელი, ჰოვარდ შულცი მძიმე ოჯახურ პირობებში გაიზარდა, ოპრა უინფრი ძალადობის მსხვერპლი იყო და ასეთი ადამიანების რიცხვი ძალიან დიდია. კვლევის თანახმად, წარმატებული ადამიანების 75%-ს მძიმე ბავშვობა ჰქონდა.

კვლევის დასკვნაში ნათქვამია, რომ ბავშვობის მძიმე ტრავმა ადამიანს უბიძგებს თავი დააღწიოს წარსულს და შეიქმნას კარგი მომავალი, იყოს წარმატებული და დაუმტკიცოს საკუთარ თავს, რომ ყველაფრის ძალა შესწევს.

კვლევაში ჩართული 400 წარმატებული ადამიანიდან 75%-ს ბავშვობაში მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა ჰქონდა გატანალი, მათ შორის, მშობლების დაკარგვა, ძალადობა, ბავშვისთვის შეუფერებელი შრომა, წარმოუდგენელი სიღარიბე და ა.შ.

რა თქმა უნდა, არ ვამბობთ, რომ ბავშვობის ტრავმა კარგია და მსგავსი გამოცდილების მიღებას არავის ვუსურვებთ, თუმცა როგორც კვლევის დასკვნაშია აღნიშნული,ამით შესაძლებელია ადამიანმა სარგებელიც კი მიიღოს. მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის გადატანის შემდეგ ადამიანები ხდებიან უფრო ძლიერები, უფრო მეტად მოტივირებული და შესაბამისად, უფრო წარმატებულები.

ისინი იკავებენ სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელ პოზიციებს, ხდებიან კინო და ტელე ვარსკვლავები.

ფსიქოლოგი მეგ ჯეი გამოყოფს მთავარ მიზეზებს, რომელიც ამ ადამიანებს წარმატების მიღწევაში ეხმარება და ამბობს, რომ თუ მათ სხვებიც გაითვალისწინებენ, თავადაც გახდებიან წარმატებულები. ვნახოთ წარმატების მთავარი რეცეპტი მეგ ჯეისგან.

1. საკუთარი თავის გამოწვევა - საკუთარი თავის გამოწვევა ადამიანს ეხმარება, რომ დაისახოს რაღაც კონკრეტული მიზანი და შემდეგ გააკეთოს ყველაფერი ამ მიზნის მისაღწევად. სწორედ ასე მოიქცნენ ბავშვობაში მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმით დაზარალებული ადამიანები. მათ პირველ რიგში საკუთარი თავი გამოიწვიეს და დაუმტკიცეს მას, რომ შეუძლებელი არაფერია.

2. დაპირისპირება საკუთარ თავთან - ფსიქოლოგი ამბობს, რომ აუცილებელია საკუთარ თავთან კამათი იმისთვის, რომ სწორი გზა ვიპოვნოთ, სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. საკუთარ თავთან ბრძოლა ეხმარება ადამიანს იყოს უფრო მეტად წარმატებული, დაინახოს შესაძლებლობები, რომლებსაც ცხოვრება სთავაზობს.

3. სოციალური კავშირები და მხარდაჭერა - ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად სოციალური კავშირების დამყარებაა. მითია ის, რომ ჭკვიან ადამიანებს არავის მხარდაჭერა არ სჭირდებათ. საჭირო კავშირები და მხარდაჭერა ყველას სჭირდება.

4. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ძლიერი და მამაცი ხართ - ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ შეცდომები გვახსენდება და კარგს ვივიწყებთ, ჩვენს სწორ და გაბედულ ნაბიჯებს ვივიწყებთ. არადა, პირიქით, აუცილებელია, რომ კონცენტრირება მოვახდინოთ მხოლოდ პოზიტივზე. ფსიქოლოგი გვირჩევს, რომ ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენი გაბედული და წარმატებული ნაბიჯები. ეს ოპტიმიზმით აგვავსებს და მოტივაციას შეგვმატებს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 841 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: rchevebi, urtiertoba, თავდაჯერებულობა, qalebi, rchevebi qalebs, რჩევები, ქალები, ურთიერთობა, რჩევები ქალებს, tavdajerebuloba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...