გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » აპრილი » 19 » 7 უნარი, რომელთა გამომუშავებაც რთულია, მაგრამ ადამიანის წარმატებას განაპირობებს / 7 unari, romelta gamomushavebac rtulia, magram adamianis
6:38 PM
7 უნარი, რომელთა გამომუშავებაც რთულია, მაგრამ ადამიანის წარმატებას განაპირობებს / 7 unari, romelta gamomushavebac rtulia, magram adamianis






საკუთარ თავზე მუშაობა, წარმატების მომტანი ჩვევების გამომუშავება უმნიშვნელოვანესია და დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ის, ვინც ამას შეძლებს, შეძლებს იყოს წარმატებული, სხვებისთვის სამაგალითო, მოახერხებს მიაღწიოს მიზნებს და იყოს ბედნიერი. რა არის ის უნარები, რომელთა გამომუშავებაც არც ისე მარტივია, მაგრამ სანაცვლოდ, მათი სწავლის შედეგად, ბევრ სარგებელს მიიღებთ. 1. პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, როდის უნდა გაჩუმდეთ - ვიცით, რომ ეს ძალიან რთულია. ზოგჯერ ძალიან გვინდა, რომ თანამოსაუბრეს ვუთხრათ ყველაფერი, რასაც ვფიქრობთ ამა თუ იმ საკითხზე, კონფლიქტის დროს ვთქვათ ყველაფერი, რასაც კი გავიფიქრებთ. ჩვენ ადამიანები ვართ და ეს ჩვეულებრივი, ადამიანური მახასიათებელია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურად უსარგებლო და წარუმატებლობის მომტანი გახლავთ. შესაძლოა, უმნიშვნელო უთანხმოების დროს ისეთი ფრაზები თქვათ, რომ სხვას გული საშინლად ატკინოთ, იმდენად, რომ ურთიერთობის გამოსწორება შეუძლებელი გახდეს. თუ ვერ მოახერხებთ შესაბამის დროს გაჩუმებას, შესაძლოა კამათი ნამდვილ ბრძოლად გადაიქცეს. რეალურად, მსგავსი ქმედებით ვერაფერს მოიგებთ, დახარჯავთ ემოციებს, გულს ატკენთ ადამიანებს და მათ შორის, საყვარელ ადამიანებს და შესაძლოა, სამუდამოდ დაანგრიოთ მნიშვნელოვანი ურთიერთობები. ამიტომ, უნდა შეძლოთ, გამოიჩინოთ სიბრძნე, შეძლოთ გაჩუმება. ნახავთ, რომ მსგავსი ქმედება სამომავლოდ უფრო მეტ შესაძლებლობებს შეგიქმნით. 2. აკონტროლეთ ემოციები - საჭირო დროს გაჩუმება და ემოციების კონტროლი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. თუ თქვენ ემოციურად მდგრადი ხართ, მარტივად შეძლებთ პირველი პუნქტის შესრულებას, ანუ „ენაზე კბილის დაჭერას“. ემოციების კონტროლი დაგეხმარებათ, რომ ნეგატიური გარემო პოზიტიურით ჩაანაცვლოთ, მარტივად იპოვოთ გამოსავალი რთულ სიტუაციაში, შეინარჩუნოთ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მდგრადობა. ეს მოგცემთ საშუალებას, შეძლოთ მოვლენების გაანალიზება, კრიტიკული თვალით შეხედავთ ყოველივეს და იპოვით რაციონალურ გამოსავალს. კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებსაც აქვთ მაღალი ემოციური ინტელექტი, არიან უფრო წარმატებულები, გამოიმუშავებენ სხვებთან შედარებით მეტ ფულს, არიან უფრო ბედნიერები და არ აწუხებთ სტრესი. 3. დროის მენეჯმენტი - წარმატების მისაღწევად და ბედნიერებისთვის აუცილებელია სწორად გაანაწილოთ დრო, ისწავლოთ დროის მენეჯმენტი, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ დაბალანსებულ ცხოვრებას. შეცდომას უშვებთ თუ მთელ დროს მხოლოდ სამსახურში ატარებთ და ასევე, შეცდომას უშვებთ მაშინაც, თუ მთელი დრო საოჯახო საქმეებით ხართ დაკავებული, ან მხოლოდ ერთობით. დაალაგეთ პრიორიტეტები, განსაზღვრეთ, რომელი საქმეა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩამოწერეთ გასაკეთებელი საქმეების სია და გადაანაწილეთ დრო. თუ ასე მოიქცევით, შეძლებთ დრო ყველაფრისთვის გამონახოთ, როგორც სამსახურისთვის, ასევე ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, გართობისთვის, მოგზაურობისთვის. თქვენი ცხოვრება არ იქნება ერთფეროვანი და მოსაწყენი. ის გაცილებით საინტერესო გახდება. 4. მოუსმინეთ სხვებს - ეს ერთი შეხედვით მარტივია - თუ ჩვენ არ ვსაუბრობთ, ვუსმენთ, მაგრამ რეალურად ასე არ არის. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვუსმენთ ადამიანებს, მაგრამ სინამდვილეში ამ დროს ვგეგმავთ იმას, თუ რას ვიტყვით, როცა თანამოსაუბრე ლაპარაკს დაასრულებს. ნამდვილად მოუსმინო ადამიანს ნიშნავს, მთლიანად კონცენტრირდე იმ საკითხზე, რაზეც ის საუბრობს, დაუსვა ამ საკითხის გარშემო კითხვები, აგრძნობინო, რომ გესმის ის, რაზეც ლაპარაკობს. მოსმენის უნარი ადამიანის ინტელექტის ერთ-ერთი გამომხატველია და ძალიან ცოტას აქვს ეს უნარი. 5. ისწავლეთ, რომ „არას“ თქმა ზოგჯერ აუცილებელია - კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, რაც უფრო მეტად უჭირს ადამიანს თქვას „არა“, მით უფრო მაღალია მისი სტრესისა და დეპრესიის ხარისხი. ნუ შეგეშინდებათ თქვათ „არა“ საჭირო სიტუაციაში. რატომ უნდა გააკეთოთ ის საქმე, რომლის გაკეთებაც არ გსურთ, რატომ უნდა დათანხმდეთ იმ წინადადებას, რომელიც არ გხიბლავთ?! ისწავლეთ „არას“ თქმა და ნახავთ, რა ბედნიერი იქნებით. თითქოს მხრებიდან ტვირთი მოგეხსნებათ და თავს თავისუფლად იგრძნობთ. აღარ აღმოჩნდებით არასასურველ სიტუაციებში. დაგრჩებათ თავისუფალი დრო, რომელსაც თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებსმოახმართ. 6. მნიშვნელოვანია ძილი - ძილის ხარისხი მნიშვნელოვანია ადამიანის გონების მუშაობისთვის. როჩესტერის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ძილის დროს ტვინი შლის მომწამვლელ პროტეინებს, რომელიც წარმოიქმნება ნერვული აქტივობის დროს. ეს მომწამვლელი პროტეინი მხოლოდ ხარისხიანი ძილის დროს იშლება, ხოლო თუ კარგად არ გძინავთ, გეღვიძებათ დაღლილს, თავის ტკივილით და გონებასაც არ შეუძლია ეფექტურად მუშაობა. გონება ვეღარ იმახსოვრებს და ვეღარ ამუშავებს ინფორმაციებს. ადამიანი ხდება უფრო ემოციური. ამიტომ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ კარგად გამოიძინოთ. ამ მიზნით პირველ რიგში, ძილის წინ ციფრული მოწყობილობები გამორთეთ. 7. იფიქრეთ პოზიტიურად - ხშირად გვირჩევენ, რომ ვიყოთ პოზიტიურები, თუმცა შეინარჩუნო პოზიტივი, მომავალს უყურო იმედით ყველა სიტუაციაში, არ არის მარტივი და ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ძალიან რთულია შეინარჩუნო მოტივაცია, როცა წარუმატებლობა თან გდევს და ფიქრობ, რომ არაფერია ხელჩასაჭიდი, რომლის გამოც პოზიტიურ განწყობაზე იქნებოდით. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს რთული საქმეა, მაგრამ შესაძლებელია. არ იფიქროთ იმ ნეგატიურ ასპექტებზე, რომლებიც თქვენს ცხოვრებას ახლავს, ყველას ცხოვრებაში არის თუნდაც ერთი რამ, რაც დადებითად განაწყობს და სწორედ ასეთ საკითხებზე იფიქრეთ. ნუ იქნებით პესიმისტები, უიმედოები. ეცადეთ, იყოთ ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებიც ხშირად იღიმიან, სასიამოვნო გარემოს ქმნიან და არ წუწუნებენ. თუ შეძლებთ და განეწყობით იმედით, ცხოვრება აუცილებლად მოგცემთ უფრო მეტ შესაძლებლობას. არ იწუწუნოთ და აუცილებლად იპოვით ბედნიერების თუნდაც ერთ მიზეზს. გვერწუმენთ, თქვენს ცხოვრებაში ბედნიერების ერთზე გაცილებით მეტი მიზეზი არსებობს. უბრალოდ, უნდა დაინახოთ ისინი.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 801 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: Kariera, tsarmateba, წარმატება, რჩევები, თავდაჯერებულობა, tavdajerebuloba, პრობლემები, რჩევები ქალებს, კარიერა, rchevebi qalebs | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...