გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » აპრილი » 19 » ცხოვრება ჩასახვიდან დაბადებამდე - რას აკეთებს ბავშვი დედის მუცელში და როგორია მისი განვითარების საფეხურები? / ckhovreba chasakhvidan dabadeb
6:44 PM
ცხოვრება ჩასახვიდან დაბადებამდე - რას აკეთებს ბავშვი დედის მუცელში და როგორია მისი განვითარების საფეხურები? / ckhovreba chasakhvidan dabadeb






9 თვის განმავლობაში დედის მუცელში ბავშვი ყალიბდება და მას საკმაოდ გრძელი გზა აქვს გასავლელი დაბადებამდე. მუცლად ყოფნის დროსაც კი, მას უკვე აქვს პიროვნული მახასიათებლები, რომელიც მთელი ცხოვრება მიჰყვება.

ვნახოთ, რა განვითარებას გადის მუცლად მყოფი პატარა ჩასახვის დღიდან დაბადებამდე.

პირველი ტრიმესტრი

1-2 კვირა

ჩასახვიდან პირველი ოთხი დღე ეს პაწაწინა არსებაა. მისი ზომა დაახლოებით 0.0127სმ-ია. მეხუთე დღიდან იწყება მისი ზრდა და უკვე მეექვსე დღეს ემბრიონის ზომა თითქმის გაორმაგებულია. ჩასახვიდან მეოთხე დღეს ემბრიონი გადაადგილდება იქ, სადაც მთელი 9 თვე უნდა გაატაროს - საშვილოსნოში.

3-4 კვირა

ორსულობის დაახლოებით მეოცე დღეს ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ჩნდება ნერვული მილები, რომელიც შემდეგ აყალიბებს ბავშვის ზურგსა და ტვინს. 21-ე დღეს მისი გული უკვე იწყებს ფეთქვას და ჩამოყალიბებულია თითქმის ყველა ორგანო, მათ შორის ღვიძლი და თირკმელები. თვალები ამ დროისთვის არ არის შესაბამის პოზიციაზე და არ არის შესაბამისად ჩამოყალიბებული. ჩასახვიდან ერთი თვის შემდეგ, ემბრიონს უკვე აქვს სისხლის მიმოქცევის სისტემა და იწყება კუნთოვანი სისტემის განვითარება.

5-6 კვირა

ორსულობის მეხუთე კვირაში ემბრიონს უვითარდება ხელები და წელი, თუმცა თითების გარჩევა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ რთულია. ამ პერიოდში იწყება გენიტალიების ჩამოყალიბება, თუმცა არ არის შესაძლებელი ბავშვის სქესის დადგენა. ამ პერიოდში ასევე იწყება ბავშვის სახის ფორმირება და მისი თვალები უფრო მეტად ემსგავსება ადამიანის თვალებს, თუმცა თვალების ჩამოყალიბებამდე ჯერ დიდი დროა.

7-8 კვირა

ფეხმძიმობის მეშვიდე კვირაში მუცლად მყოფი პატარა მოძრაობას იწყებს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ შეუმჩნეველია, დედა ვერ იგებს მის მოძრაობას. უფრო მეტად ვითარდება კიდურები და თითები. განვითარებას იწყებს პირის ღრუს სისტემა, რეპროდუქციული სისტემა. თირკმელები იწყებენ შარდის წარმოქმნას. მუცლად მყოფ პატარას უკვე აქვს სახის გამომხატველობა, აქვს ქუთუთოები და ცხვირი უფრო შესამჩნევი ხდება.

9-10 კვირა

ამ პერიოდში ტვინი უკვე გაყოფილია ორ სფეროდ. ბავშვი უფრო ატიურად იწყებს მოძრაობას, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ჯერ მაინც შეუმჩნეველია დედისთვის. ამ ეტაპზე ბავშვს სახის ინდივიდუალური მახასიათებლები უვითარდება და თავზე თმა იწყებს ზრდას.

11-12 კვირა

ამ ეტაპზე ბავშვის გენიტალიები უკვე ჩამოყალიბებულია და შესაძლებელია მისი სქესის გარკვევა, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ სწორად ვერ განსაზღვრონ მისი სქესი. ბავშვი ამ ეტაპზე უცხოპლანეტელს ჰგავს. აქვს დიდი თავი და პატარა ტანი, ხოლო მისი სახე უფრო მეტად ჰგავს ზრდასრული ადამიანის სახეს. თანდათან ყურები დგება იმ პოზიციაზე, სადაც უნდა იყოს, ასევე ვითარდება წარბები და ქუთუთოები.

13-14 კვირა

ამ პერიოდში მუცლად მყოფი პატარა კიდევ უფრო მეტადაა განვითარებული. მართალია, მისი თავი ტანთან შედარებით ჯერ გაცილებით დიდია, მაგრამ ის თანდათან ადამიანს ემსგავსება. უკვე ჩამოყალიბებულია პირი და მას შეუძლია თითი პირში ჩაიდოს. ბავშვის კანი წითელი და ძალიან თხელია.

მეორე ტრიმესტრი

15-16 კვირა

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ამ პერიოდში უკვე შესამჩნევად გაზრდილია და მისი წონაც იმატებს, თვალები მაინც არ არის ჩამოყალიბებული და სწორედ ამ პერიოდიდიდან იწყება სახის ჩამოყალიბება, იწყება სახის კუნთოვანი სისტემის განვითარება. ამ ეტაპზე ბავშვს თითის წუწნა შეუძლია.

17-18 კვირა

ამ დროს ბავშვს უკვე შეუძლია ხმების გარჩევა. მას შეუძლია იცნოს დედის ხმა. ჩამოყალიბებულია ძვლოვანი სისტემა და ახლა ის იწყებს განვითარებას, თანდათან უფრო მყარი და ძლიერი ხდება. ამ პერიოდიდან დედა გრძნობს მუცელში მყოფი პატარას მოძრაობას.

19-20 კვირა

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი თვალს ჯერ ვერ ახელს, მას უკვე აქვს ორენტაციის უნარი. ბავშვი ერთ ხელს უფრო ხშირად ამოძრავებს, ვიდრე მეორეს, ამით კი შესაძლებელია დადგენა იმისა ბავშვი ცაცია იქნება თუ - არა. ის იწყებს დღისა და ღამის გარჩევას. დღის განმავლობაში აქტიურია, თუმცა ზოგჯერ პირიქითაც ხდება, ღამითაა უფრო აქტიური, ხოლო დღე ისვენებს.

21-22 კვირა

21-ე კვირიდან ბავშვი შესამჩნევად იწყებს წონაში მომატებას. 22-ე კვირიდან კი, მისი ტვინი უკვე ჩამოყალიბებულია. მალე ბავშვი თვალსაც ახელს და თანდათან თვალები ფორმირმდება.

23-24 კვირა

23-ე კვირიდან უკვე შესაძლებელია იმის გარკვევა, თუ რომელი მშობლის გარეგნული მახასიათებლები აქვს პატარას. კანი აღარაა ძალიან თხელი, ბავშვს თვალი გახელილი აქვს და შეუძლია რეაგირება სინათლეზე. ამ პერიოდში ის თითქმის 30 სმ-ია და 0,45 კგ-ს იწონის.

25-26 კვირა

ბავშვს უკვე ჩამოყალიბებული აქვს გემოვნება. დედის მუცელში მას აქვს საყვარელი საჭმელები და ის საკვები, რომლებიც არ მოსწონს.

მესამე ტრიმესტრი

27-28 კვირა

ამ ეტაპზე უკვე შესამჩნევია, თუ როგორ იღიმის ბავშვი. ფეხმძიმობის მეშვიდე თვეში ბავშვის ორგანიზმს უკვე შეუძლია მეტაბოლიზმი. ამ დროს ის უკვე საშუალოდ 1,13 კგ-ს იწონის.

29-30 კვირა

კანქვეშა ცხიმის ფენა იზრდება და შესაბამისად იზრდება ბავშვის ზომა. ბავშვმა უკვე იცის ტირილი, დახველება. 30-ე კვირისთვის ბავშვის ტვინი უკვე იმდენად განვითარებულია, რომ მას გარკვეული ინფორმაციის დამახსოვრება შეუძლია.

31-32 კვირა

ამ პერიოდში ახალ ადამიანს უკვე 5 გრძნობა აქვს. ბავშვს ესმის გარესამყაროს ხმები, ცნობს დედის ხმას. სწორედ ამიტომაა, რომ დაბადებისთანავე ცნობს დედას და არჩევს მას სხვა ადამიანებისგან. ყალიბდება ბავშვის იმუნური სისტემა, რომელიც ჩვილს ეხმარება გადალახოს სხვადასხვა წინააღმდეგობები დაბადების პირველ დღეებში.

33-34 კვირა

ამ პერიოდში ბავშვის სიგრძე თითქმის 40 სმ-ია, ხოლო წონა 2,04კგ. უკვე კარგადაა ჩამოყალიბებული ნერვული სისტემა, მაგრამ ფილტვები ჯერ კიდევ ვითარდება.

35-36 კვირა

ამ პერიოდში ბავშვი თითქმის ისეთია, როგორც დაბადების მომენტში. მისი თმა და ფრჩხილები უკვე განვითარებულია. ბავშვი უფრო დიდია და უკვე იწყებს უფრო დიდი „ოთახის“ ძებნას, სადაც უკეთ მოთავსდება.

37-38 კვირა

ახალი ადამიანის ჩამოყალიბების პროცესი ფინალურ ფაზაშია. ამ პერიოდში ბავშვი უკვე მზადაა იმისთვის, რომ ამ სამყაროს მოევლინოს. ის უკვე იმდენად დიდია, რომ საშვილოსნოში ადგილი აღარ ჰყოფნის. ამ პერიოდში დედა ფიქრობს, რომ ბავშვი უფრო სწრაფად და ინტენსიურად მოძრაობს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, მას მოძრაობისთვის ადგილი აღარ აქვს და ამიტომ მცირდება ჩვილის აქტივობა, თუმცა ბავშვი უფრო ძლიერია ამ ეტაპზე და დედა მის მოძრაობას ამიტომაც გრძნობს უფრო მძაფრად.

39-40 კვირა

ბავშვის ფილტვები აგრძელებს ფორმირებას დაბადებამდე. ხოლო დაბადებისას მას უკვე შეუძლია ჩაისუნთქოს დამოუკიდებლად. დაბადებიდან მალე ის ტირილს იწყებს და იწყება მისი დიდი მოგზაურობა ჩვენს საინტერესო სამყაროში.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 65 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: mshoblebi da shvilebi, mshoblebi, orsulobistvis mzadeba, ორსულობისთვის მზადება, მშობლები და შვილები, მშობიარობა, mshobiaroba, მშობლები, orsuloba, ორსულობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...