გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » აპრილი » 19 » 8 ჩვევა, რომლებიც დაგეხმარებათ შეუმჩნევლად დაემშვიდობოთ ზედმეტ კილოგრამებს / 8 chveva, romlebic dagekhmarebat sheumchnevlad daemshvidobot ze
6:47 PM
8 ჩვევა, რომლებიც დაგეხმარებათ შეუმჩნევლად დაემშვიდობოთ ზედმეტ კილოგრამებს / 8 chveva, romlebic dagekhmarebat sheumchnevlad daemshvidobot ze






1. მჭიდროდ შემოიჭირეთ ქამარი

სადილამდე ან ვახშმამდე წელზე გაიკეთეთ ქამარი ან ლენტი. როცა იგრძნობთ, რომ მოგიჭირათ, საკვების მიღება დაამთავრეთ. ეს მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ხერხი დაგეხმარებათ არ მიიღოთ ზედმეტი საკვები.

2. დალიეთ მაღალი ჭიქიდან

კალორიების დიდი ნაწილი ჩვენ ორგანიზმში არა საკვებიდან, არამედ სასმელებიდან ხვდება. მაგალითად, 1 ჭიქა წვენი შეიცავს დაახლოებით 120 კკალ და 20 გ შაქარს. ეს რაოდენობა შეიძლება შევამციროთ სწორი ჭურჭლის დახმარებით. საქმე იმაშია, რომ ვიწრო მაღალ ჭიქებში ჩვენ ვასხამთ 20-30 %-ით ნაკლებ სითხეს, ვიდრე განიერში.

3. ისადილეთ ტაიმერით

ყველაფერი მარტივია: სწრაფი ჭამა იწვევს ზედმეტი საკვების მიღებას, ვინაიდან ტვინი უბრალოდ ვერ ასწრებს სიგნალის მიღებას იმის შესახებ, რომ უკვე დანაყრდით. ამიტომ, როცა აპირებთ სადილობას, დააყენეთ ტაიმერი 20 წუთზე და ეცადეთ გემო ჩაატანოთ თითოეულ ლუკმას.

4. მიიღეთ ცხელი აბაზანა

ცხელი აბაზანა არა მხოლოდ ადუნებს, არამედ ხელს უწყობს გახდომას, ამტკიცებენ ლაფბოროს უნივერსიტეტის მეცნიერები. კვლევის ჩატარების დროს გაირკვა, რომ ცხელი აბაზანის მიღებისას 1 საათში იწვება დაახლოებით 130 კკალ - იმდენივე, რაც 30 წუთიანი სიარულის დროს. გარდა ამისა, აბაზანის მიღების შემდეგ შაქრის დონე სისხლში საშუალოდ 10 %-ით უფრო დაბალია.

5. დადგით მაგიდაზე ლანგარი ხილით

როცა თვალწინ გაქვთ სასარგებლო პროდუქტები, ამით თქვენ აიძულებთ საკუთარ თავს ჯანსაღად იკვებოთ. სხვათა შორის, ეს ეხება არა მხოლოდ „ცოცხალ“ ხილსა და ბოსტნეულს, არამედ უბრალოდ მათ ფოტოებსაც.

6. დაჯექით მაგიდის ბოლოში

ეს რჩევა აქტუალურია პირველ რიგში დიდი წვეულებების დროს. როცა მაგიდის ცენტრში ზოხართ, გარშემო იმდენი გემრიელი და კალორიული კერძია, რომ შეუძლებელია მათზე უარის თქმა. მაგიდის ბოლოში კი მეტი შანსია არ გასინჯოთ ყველაფერი, ვინაიდან ხელი ძნელად მიგიწვდებათ მათზე.

7. დაჭერით საკვები პატარა ნაჭრებად

ეს დაგეხმარებათ მოატყუოთ ტვინი და შექმნათ შეგრძნება, რომ თეფშზე უფრო მეტი დევს, ვიდრე სინამდვილეშია. ამის ხარჯზე დანაყრებას უფრო მალე იგრძნობთ და არ მიიღებთ ზედმეტ საკვებს. ანალოგიურად მუშაობს პატარა თეფშებიც, და ჩხირებიც ჩვეული დანა-ჩანგლის ნაცვლად.

8. ჩართეთ წარმოსახვა

საკვების წარმოსახული მიღება გვეხმარება სინამდვილეში ნაკლები საკვები მივიღოთ, თვლიან კარნეგის უნივერსიტეტის მეცნიერები. ჩატარებული გამოკვლევის დროს გაირკვა, რომ ადამიანები, რომლებმაც წარმოიდგინეს, როგორ ჭამდნენ M&M’s-ის აბებს, რეალობაში ნაკლებს ჭამდნენ, ვიდრე ექსპერიმენტის სხვა მონაწილეები.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 74 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: დიეტა, dieta, janmrteloba, ჯანმრთელობა, produqtebi, პროდუქტები, ჯანსაღი კვება, jansaghi kveba, სილამაზე ყველა ასაკში, silamaze yvela asakshi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...