გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » აპრილი » 19 » ორი რამ, რაც ბედნიერებისა და ჯანმრთელობის მთავარი გასაღებია / ori ram, rac bednierebis da janmrtelobis mtavari gasaghebia
6:50 PM
ორი რამ, რაც ბედნიერებისა და ჯანმრთელობის მთავარი გასაღებია / ori ram, rac bednierebis da janmrtelobis mtavari gasaghebia






ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 1938 წელს დაიწყეს კვლევა იმის გასარკვევად, თუ რა არის ჯანმრთელობის და ნამდვილი ბედნიერების მთავარი გასაღები.

არსებობს ისეთი რაღაცები, რასაც ფულით ვერ იყიდი, მათ შორისაა ნამდვილი მეგობრები და ნამდვილი ბედნიერება.

კვლევის თანახმად, ბედნიერების მთავარი გასაღები სწორედ ჯანსაღი მეგობრული ურთიერთობები და სიყვარულია.

მკლვევარებმა 268 ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტზე დაკვირვება და მათი ყოველდღიურობის შესწავლა 1938 წელს დაიწყეს და მათ 8 დეკადის განმავლობაში აკვირდებოდნენ. დაკვირვების ობიექტები იყვნენ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯონ კენედი და „ვაშინგტონ პოსტის“ რედაქტორი, ბენ ბრედლი.

დროთა განმავლობაში კვლევა გაფართოვდა 1970 წლისთვის 1300 ადამიანზე მიმდინარეობდა დაკვირვება.

„კვლევამ აჩვენა, რომ ურიერთობები და ბედნიერება, რომელიც ამ ურთიერობებს მოაქვს დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე“, - ამბობს მისი ხელმძღვანელი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორი, რობერტ უოლდინგერი.

მისივე განმარტებით, ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ურთიერთობებზე ზრუნვა, ვინაიდან ჯანმრთელობაზე მთავარი გავლენა სწორედ ურთიერთობებს აქვთ.

„მარტოხელობა კლავს და ის გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე მოწევა, ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება“, - ამბობს უოლდინგერი.

აღნიშნული კვლევის შედეგს კიდევ უფრო ამყარებენ ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ ჩატარებული ახალი კვლევები.

ასოციაციამ ბედნიერების მთავარი გასაღების გამოსავლენად 148 კვლევა ჩაატარა, რომელშიც საერთო ჯამში, 300 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სხვადასხვა კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანებში, რომლებსაც აქვს მყარი სოციალური კავშირები, 50%-ით ნაკლებია ნაადრევი სიკვდილის რისკი. კვლევებმა აჩვენა, რომ მარტოხელობა, მარტო ცხოვრება სტრესს, დეპრესიას, სხვადასხვა დაავადებებს და ნაადრევ სიკვდილს იწვევს.

ფული რომ ბედნიერებას ვერ განაპირობებს, ამის შესახებ არაერთხელ მოგვისმენია, მაგრამ ახლა ამ მოსაზრებას კვლევებიც ამყარებენ. სიმდიდრე სამუდამო არ არის და ხშირ შემთხვევაში, მდიდარი ადამიანები კარგავენ ქონებას. ქონების დაკარგვა კი, 50%-ით ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს. სიმდიდრის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, სხვადასხვა დაავადებები, ადამიანს უბიძგოს სოციალური იზოლაციისკენ. მას უჩნდება განცდა, რომ აღარ შეუძლია ცხოვრებით ტკბობა, სიამოვნების მიღება, აღარ შეუძლია მოგზაურობა, გართობა, მეგობრების წრეში მხიარულება.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ არ მივიჩნიოთ ფული ბედნიერების მთავარ განმაპირობებლად, უფრო მეტად დავკავდეთ ადამიანებთან ჯანსაღი, პირისპირ ურთიერთობებით. გვირჩევენ, დავამყაროთ მყარი კავშირები, ვისიამოვნოთ ერთმანეთთან ყოფნით, აზრების, შთაბეჭდილებების, ემოციების გაზიარებით და ვნახავთ, რომ ცხოვრება გაცილებით საინტერესო და გაცილებით ბედნიერი იქნება.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 919 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: სიყვარული, ojakhi ojaxi, bedniereba, რჩევები, მილიონერი, rchevebi, sikvaruli siyvaruli, ბედნიერება, ოჯახი, milioneri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...