8:21 AM
6 ცუდი რჩევა, რომლებსაც მშობლები აძლევენ თავიანთ შვილებს / 6 cudi rcheva, romlebsac mshoblebi adzleven taviant shvilebs
www.auf.ge -
მოიქეცით საპირისპიროდ და თქვენი შვილები იქნებიან ბედნიერები და წარმატებულები. ნებისმიერ მშობელს სურს, რომ თავისი შვლი წარმატებული და ბედნიერი გაიზარდოს. ამიტომ ჩვენ ვასწავლით ურთიერთობებს, რომლებიც ჩვენი აზრით, დაეხმარებათ მათ მიზნების მიღწევაში.
გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე დამანგრეველ შეხედულებას, რომელსაც ბევრი იყენებს ბავშვების აღზრდის დროს.

1. ჩვენ ვეუბნებით შვილს: იფიქრე მომავალზე, იყავი წარმატებული და მოიგე.
უნდა ვუთხრათ: იცხოვრე (ან იმოქმედე) მოცემულ მომენტში
გონება, რომელიც გამუდმებით ცდილობს ფოკუსირება მოახდინოს მომავალზე - კარგი ნიშნებიდან დაწყებული, კოლეჯში სწავლით დამთავრებული - მიდრეკილი იქნება შფოთვისა და შიშისკენ. პატარა სტრესიც შეიძლება
გახდეს კარგი მოტივატორი. ხანგრძლივი ქრონიკული სტრესი ანგრევს ჯანმრთელობას. ბავშვები წარმატებულები არიან, თუ ისინი სწავლობენ ამ მოცემულ მომენტში. როდესაც ადამიანები თავს გრძნობენ ბედნიერად, მათ შეუძლიათ სწრაფად სწავლა, შემოქმედებითად აზროვნება და პრობლემების ადვილად მოგვარება. კვლევებმა აჩვენა, რომ ბედნიერება 12%-ით უფრო პროდუქტიულს ხდის ადამიანს.
ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, კარგია მიზნის დასახვა და მათთვის ბრძოლა. მაგრამ ეცადეთ, ახლა და ამ მომენტში იყოს მათთვის სწავლა სიამოვნების მომტანი და არა სტრესული, დაეხმარეთ მათ კონცენტრირება მოახდინონ მათთვის სასიამოვნო მიმდინარე ამოცანასა თუ საუბარზე. და ყოველ წამს ნუ გაუმეორებთ, რომ თუ არ ისწავლის მომავალში ვერაფერს მიაღწევს. ამაზე ხშირად საუბარი არ არის საჭირო.

2. ჩვენ ვეუბნებით ბავშვს: სტრესი გარდაუვალია, იყავი შეუპოვარი.
ხანდახან უნდა ვუთხრათ: ისწავლე განტვირთვა, მოდუნება
სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ჩვენ ვისხამთ ლიტრობით კოფეინს და ვცვლით გეგმებს დღის მანძილზე. ღამე ისეთი გამოფიტულები ვართ, რომ მსვამთ ალკოჰოლს, ვიღებთ უძილობის ან დამამშვიდებელ აბებს. ეს ცუდი მაგალითია ბავშვებისთვის. გამოკვლევები აჩვენებს, რომ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც გამოფიტვამდე იხარჯებიან სამსახურში, ხშირად აქვთ პრობლემები სკოლაში. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ასწავლონ ბავშვებს აუცილებელი უნარები, რათა უფრო ამტანნი იყვნენ სტრესული სიტუაციების მიმართ. რთულია ცხოვრების წესის შეცვლა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ისეთი მეთოდები, როგორიცაა მედიტაცია, იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები, რათა უკეთესად გაუმკლავდეთ ყოველდღიურ დაძაბულობას. ეს ინსტრუმენტები ბავშვებსაც ეხმარება ისწავლონ თავიანთი ნერვული სისტემის გამოყენება დასვენებისთვის.

"მე ორი მოზარდის ამაყი დედა ვარ! ისინი არ გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით..."

3. ჩვენ ვეუბნებით ბავშვს: გააგრძელე საქმის კეთება.
ხანდახან უნდა ვუთხრათ: მხიარულად გაატარე დრო.
ჩვენი შვილების ყოველდღიური განრიგი ხშირად გადატვირთულია კლასგარეშე წრეებით და ოჯახური საქმიანობით. ამის გამო მათ ცოტა დრო რჩებათ დასვენებისთვის. ამიტომ უნებურად ვაიძულებთ ჩვენს შვილებს, დახარჯონ თავიანთი ენერგია სკოლის შემდეგ. ამასთან არ ვუტოვებთ დროის რესურსს, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ.
გამოკვლევებმა გვაჩვენა, რომ ჩვენი გონება მზადაა მოიგონოს შესანიშნავი იდეები მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვახდენთ მაზე ზეწოლას. ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ გადავტვირთოთ ბავშვები, ჩვენ უნდა მივცეთ მეტი თავისუფალი დრო. მათ შეუძლიათ ნებისმიერი სიტუაცია გადააქციონ გართობად. თავისუფალი დრო ბავშვებს მისცემს საშუალებას გახდნენ უფრო შემოქმედებითები და ინოვატორები. მნიშვნელოვანია, რომ ისწავლონ განტვირთვა, ითამაშონ და იყვნენ ბედნიერები. ეს თავისუფალი დრო შეგიძლიათ, თქვენც გაატაროთ მათთან ერთად და მიანიჭოთ მათ ბედნიერი წუთები.

4. ჩვენ ვეუბნებით ბავშვს: ყურადღება მიაქციე შენს ძლიერ მხარეს.
ჩვენ უნდა ვუთხრათ: შეცდომის დაშვებისას ისწავლე მისი აღიარება.
მშობლები ხშირად მიდრეკილნი არიან შვილების იდენტიფიცირებისკენ (ძლიერი მხარეების გათვალისწინებით). მაგალითად, „ჩემი შვილი ჰუმანიტარია“ ან „ჩემი შვილი ტექნიკური საგნებისკენაა მიდრეკილი“, ან „ნამდვილი მსახიობია“ და ა. შ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მშობლის ასეთი მსჯელობა ფაქტიურად ბავშვს ხდის უბედურს და როდესაც რაიმე ახალსა და განსხვავებულს შეეჭიდება, მას არ გამოუვა. მაგ: როდესაც ბავშვს შეაქებენ ფიზიკური შესაძლებლობების მიხედვით, მას არ მოუნდება კომფორტის ზონიდან გამოსვლა და დრამ წრეზე ძალების მოსინჯვა. ამიტომ, იმის მაგივრად, რომ თქვენი შვილის ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება მოახდინოთ, დაარწმუნეთ იმაში, რომ მას სხვა ნებისმიერი ახალი საქმის შესწავლაც შეუძლია.

5. ჩვენ ვეუბნებით ბავშვს: იცოდე შენი სისუსტეები და ნუ იქნები გულჩვილი.
ჩვენ უნდა ვუთხრათ: ხანდახან გაინებივრე საკუთარი თავი.
ჩვენ მიდრეკილი ვართ ვიფიქროთ, რომ კრიტიკა მნიშვნელოვანია სრულყოფილებისთვის. მშობლები ხშირად წინდაუხედავად ასწავლიან ბავშვებს იყვნენ თვითკრიტიკულები. თუ მშობელი ეტყვის შვილს, რომ ის უნდა ეცადოს იყოს უფრო კომუნიკაბელური, მაშინ ბავშვი მიიღებს ამას საკუთარი თავის კრიტიკად. თვითკრიტიკული ადამიანი მიდრეკილია შფოთვისა და დეპრესიისაკენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეჯახება პრობლემას. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი შვილები საკუთარ თავს უნდა სცემდნენ პატივს და ჰქონდეთ რწენა იმისა, რომ ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავალს იპოვიან. მათ უნდა ისწავლონ და არ დაადანაშაულონ თავიანთი თავი წარუმატებლობის გამო.

"დღევანდელი მშობლები ძალიან მძიმე დღეში არიან... ფულის შოვნა თვითმიზნად იქცა..."

6. ჩვენ ვეუბნებით ბავშვს: სამყარო დაუნდობელია, ამიტომ იზრუნე მხოლოდ საკუთარ თავზე.
უნდა ვუთხრათ ბავშვს: გამოავლინე სხევბისადმი თანაგრძნობა.
ადამ გრანტის წიგნში „გაეცი და მიიღე“ საუბარია იმაზე, რომ იმის მაგივრად, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვაში გაატარო მთელი ცხოვრება, უნდა ისწავლო გარშემო მყოფთა მიმართ თანაგრძნობა. მაშინ გაცილებით წარმატებული იქნები გრძელვადიან პერსპექტივაში. ბავშვები ისედაც კეთილები და მზრუნველები არიან, მოზარდობის ასაკში კი გაცილებით ეგოცენტრულები ხდებიან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ მათ ბუნებრივ ინსტინქტებს, იზრუნონ სხვათა გრძნობებზე და მათ ადგილას დააყენონ საკუთარი თავი.
მართალია, რომ ცხოვრება რთულია. მაგრამ უფრო მარტივი იქნებოდა, აქცენტი არ გაგვეკეთებინა დაუნდობელ კონკურენციაზე და ერთმანეთი უფრო დაგვენდო. ბავშვებისთვის ხომ მნიშვნელოვანია ჩვენი მაგალითი...


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 990 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მამა, დედა, MAMA, rcheva, mshobeli, მშობლები, მშობელი, deda, რჩევა, mshoblebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]