8:36 AM
როგორ გავზარდოთ კეთილი ბავშვი - 5 რჩევა ჰარვარდელი ფსიქოლოგისგან / rogor gavzardot ketili bavshvi - 5 rcheva harvardeli fsiqologisgan
www.auf.ge -
ჰარვარდის ფსიქოლოგი რიჩარდ ვაისბრუდი პროექტ Making Caring Common-ის ხელმძღვანელია, სადაც იმაზე მუშაობენ, თუ როგორ დაეხმარონ მშობლებს კეთილი ბავშვების აღზრდაში. ახალგაზრდების 80%-ის აზრით, მშობლები მათი აკადემიური მოსწრებით უფრო ამაყობენ, ვიდრე იმით, რომ კარგი ურთიერთობები აქვთ სხვა მოსწავლეებთან.

ვაისბრუდმა და პროექტის სხვა მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს 5 სტრატეგია, რომელიც კეთილი და მზრუნველი ბავშვის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

1. პრიორიტეტული გახადეთ სხვებზე ზრუნვა.

რატომ?
მშობლები მიდრეკილნი არიან იმისკენ, რომ პრიორიტეტად აქციონ შვილების ბედნიერება და მიღწევები და არა მათი თანამონაწილეობა სხვა ადამიანების ცხოვრებაში. ბავშვებმა უნდა შეძლონ საკუთარი და
სხვისი მოთხოვნების გათანასწორება. მაგ: ბურთის ჩაწოდება ამხანაგისათვის ან სულაც თანაკლასელის დაცვა მოძალადე მოსწავლეებისგან.

როგორ?
მშობლებმა ბავშვებს ხშირად უნდა შეახსენონ, რომ სხვაზე მზრუნველობა ძალიან მნიშვნელოვანია.

სცადეთ ასე:
იმის ნაცვლად, რომ თქვათ: "ყველაზე მთავარი ის არის, რომ შენ იყო კმაყოფილი", თქვით ასე: "ყველაზე მთავარია ის, რომ შენ ხარ კეთილი".
ყურადღება მიაქციეთ, რომ მოზარდები ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდნენ სხვებს მიუხედავდ იმისა, გადაღლილები და გაბრაზებულები არიან თუ არა. ყოველთვის ხაზი გაუსვით სხვაზე მზრუნველობის მნიშვნელობას. მაგალითად: ჰკითხეთ მასწავლებელს თქვენი შვილის მეგობრებთან ურთიერთობის შესახებ და ასევე იმითაც დაინტერესდით, შემთხვევით ვინმეს ხომ არ ჩაგრავს.

ბავშვი რომ თანატოლებმა არ დაჩაგრონ - 9
წესი, რომელიც შვილს აუცილებლად უნდა ასწავლოთ!

2. მივცეთ ბავშვს ზრუნვის და მადლიერების გამოხატვის საშუალება.
რატომ?
არასდროს არ არის გვიან კარგ ადამიანად გადაქცევა, მაგრამ თავისთავად ეს ვერ მოხდება. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სხვისადმი მზრუნველობის და ამავე დროს მათზე და საერთოს ზოგადად, მზრუნველი ადამიანებისადმი მადლიერების გამოხატვის საშუალება. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანები, რომლებიც მიჩვეულნი არიან მადლიერების გამოხატვას, მიდრეკილნი არიან თანაგრძნობის, სიკეთის, პატიებისაკენ და ამავე დროს უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები არიან.

როგორ?
გულისხმიერების სწავლა, ეს იგივეა, სპორტული თამაშის ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა რომ გადაწყვიტოთ. მნიშვნელოვანი ყოველდღიური გამეორება.

სცადეთ ასე:
ნუ დაასაჩუქრებთ ბავშვს ყოველთვის, როცა ის ვინმესთვის სასარგებლო რამეს გააკეთებს. ბავშვები სახლშიც უნდა გეხმარებოდნენ პატარა დაიკოების და ძამიკოების მოვლაშიც. ეს მათთვის ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს.
მოუყევით იმ კეთილი და ბოროტი საქციელების შესახებ, რაც მან წაიკითხა ან სულაც ტელევიზორში ნახა.
მადლიერება ყოველდღიური რიტუალი უნდა გახდეს. სადილობისას, ძილის წინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ. გამოხატეთ მადლიერება მათდამიც, ვინც თქვენ უმნიშვნელო ნიუანსებშიც კი გეხმარებათ.

3. გააფართოვეთ იმ ადამიანების წრე, რომლებზეც ბავშვი ზრუნავს.

რატომ?
თითქმის ყველა ბავშვს ჰყავს ნათესავები და მეგობრები. ჩვენი ამოცანაა - დავეხმაროთ იმაში, რომ ვასწავლოთ სხვა ადამიანების დახმარება და პატივისცემა, თუნდაც კლასში ახალგადმოსული მოწაფის, ხანდაზმული ადამიანის და ა.შ.

როგორ?
ბავშვებმა უნდა გაიფართოვონ მსოფლმხედველობა, დააკვირდნენ იმ ადამიანებს, ვისთანაც ურთიერთობენ. მათ ასევე უნდა გაითვალისწინონ და იცოდნენ, თუ როგორ იმოქმედებს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მათზე თუ მსოფლიო გლობალიზაციის პროცესს გავითვალისწინებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.

სცადეთ ასე:
ყურადღება მიაქცით იმას, რომ ბავშვი კეთილგანწყობილი და ზრდილობიანი იყოს - მათ შორის ოფიციანტების და მაღაზიის გამყიდველების მიმართ. გააღვიძეთ ბავშვში სუსტებზე ზრუნვის თვისება. მაგალითად: დააწყნაროს ის თანაკლასელი, რომელსაც აბრაზებდნენ. გააკეთეთ ისე, რომ თანაუგრძნოს იმ პატარებს, რომლებიც ომის თანამონაწილენი არიან - მაგალითად სირიაში.

4. თავად იყავით კარგი ადამიანის მაგალითი.

რატომ?
იმ უფროსების დაკვირვებაში, რომლებსაც პატივს სცემენ, ბავშვები ეთიკურ ფასეულობებს იძენენ. ისინი ასევე სწავლობენ იმ ფასეულობებს, რომელთა დახმარებითაც შემდგომში მორალურ დილემებს გადაწყვეტენ.

როგორ?
იმისათვის, რომ მაგალითი მისცე, თავად უნდა იყო პატიოსანი, სამართლიანი და გულისხმიერი, ოღონდ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ იდეალური იყოთ. ბავშვების ნდობა და პატივისცემა რომ დაიმსახუროთ, საკუთარი დანაშულის და ნაკლოვანებების აღიარება უნდა შეგეძლოთ. ამის გარდა ბავშვის აზრის მოსმენა და გაგებაცაა საჭირო.

სცადეთ ასე:
დაეხმარეთ გაჭირვებულებს და სუსტებს და დამხმარედ გვერდში ბავშვი დაიყენეთ. განიხილეთ ბავშვთან ერთად სხვადასხვა სიტუაცია. დაე ბავშვი მიეჩვიოს იმას, რომ თქვენთან რჩევის მიღება შეუძლია.

როგორი მიდგომით ზრდიან სკანდინავიელი მშობლები ბავშვებს? - ისინი ყველაზე ბედნიერები და წარმატებულები არიან

5 დაეხმარეთ ბავშვს ნეგატიური გრძნობების დაძლევაში.
რატომ?
სხვა პიროვნებაზე ფიქრს ადამიანს ბრაზის, სირცხვილის, შურის და სხვა ნეგატიური გრძნობების არსებობა უშლის ხელს.

როგორ?
ასწავლეთ ბავშვს, რომ ყველა გრძნობა რეალურია, მაგრამ მათდამი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება უნდა იყოს. თქვენი დახმარებით ბავშვს ამ ემოციებისადმი სწორი დამოკიდებულება უნდა ჩამოუყალიბდეს.

სცადეთ ასე:
მარტივი მეთოდი ბავშვის დასამშვიდებლად: სთხოვეთ მას დამშვიდდეს და ღრმა შესუნთქვა გააკეთოს ცხვირით. შემდეგ პირიდან ამოისუნთქოს და 5-მდე დაითვალოს. გაიმეორეთ ეს ვარჯიში მაშინაც, როცა ბავშვი მშვიდადაა და მისი გულდაწყვეტის ან გაცეცხლების მომენტი შეახსენეთ ეს. გააკეთეთ ყველაფერი მასთან ერთად. გარკვეული დროის შემდეგ ბავშვი ამას დამოუკიდებლად შესძლებს და შესაბამისად თავისი გრძნობების სწორად გამოხატვის უნარ-ჩვევებიც ჩამოუყალიბდება.

მოამზადა სალომე გორგოშიძემ


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1032 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ჰარვარდი, ფსიქოლოგია, harvardi, fsiqologia, ბავშვის აღზრდა, rogor, მშობელი, bavshvis aghzrda, mshobeli, როგორ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]