გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » მაისი » 21 » არა ფობიას!: ქართული ოცნების დეპუტატის ჰომოფობიურმა გამონათქვამმა გააძლიერა აგრესია / qartuli ocnebis deputatis homofobiurma gamonatqvamma g
12:10 PM
არა ფობიას!: ქართული ოცნების დეპუტატის ჰომოფობიურმა გამონათქვამმა გააძლიერა აგრესია / qartuli ocnebis deputatis homofobiurma gamonatqvamma g






პლატფორმა არა ფობიას! მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების დეპუტატის, კობა ლურსმანაშვილის მიერ 18 მაისს გაჟღერებული ჰომოფობიური განცხადება კიდევ უფრო ამწვავებს ბოლო დროს გაძლიერებულ აგრესიას. მათივე განცხადებით, მსგავსი განცხადებები აღვივებს სიძულვილს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მიმართ.

"მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ დებატებში გამოხატვის თავისუფლება ყველაზე მაღალი ხარისხით არის დაცული, იგი, ამავდროულად, გაცილებით მაღალ მოთხოვნებს და პასუხისმგებლობას უწესებს პოლიტიკოსებს საჯარო განცხადებების გაკეთების დროს", - აღნიშნულია არა ფობიას! განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კობა ლურსმანაშვილმა არსებული მდგომარეობა არასწორად წარმოაჩინა, თითქოს უმცირესობის ჯგუფების ხელშია ძალაუფლება და დაცვა საზოგადოების უმრავლესობა სჭირდება.

"აღნიშნული ჯგუფების (ნარკოდამოკიდებული პირების, ნარკორეალიზატორებისა და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირების) ერთობლივად დასახელებით კი იგი ამკვიდრებს სტერეოტიპს, თითქოს ისინი ურთიერთდაკავშირებული და იდენტური პირები იყვნენ", - მიაჩნიათ განცხადების ხელმომწერ ორგანიზაციებს.

ისინი პარლამენტს მოუწოდებენ გაემიჯნოს კობა ლურსმანაშვილის განცხადებას და გადადგას ნაბიჯები პარტიის წევრების მიერ სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის კუთხით.

"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ მანდატს და სტატუსს, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამებისგან და ნაცვლად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის სიძულვილისა და შუღლის გაღვივებისა, ქვეყანაში კანონმდებლობის დახვეწაზე, მთავრობის საქმიანობის კონტროლსა და მათზე დაკისრებულ სხვა ფუნქციების განხორციელებაზე, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების დაცვაზე იზრუნონ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI);
თანასწორობის მოძრაობა;
კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 890 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: margvelashvili, არა ფობიას, koba lursmanashvili, ivanishvili, ara fobias, homofobia, ჰომოფობია, კობა ლურსმანაშვილი, qartuli ocneba, ქართული ოცნება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...