გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ივნისი » 9 » ზაზა სარალიძე - მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის სახელი პირველად მესმის / zaza saralidze - motsmeze zemoqmedebis bra
10:18 AM
ზაზა სარალიძე - მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის სახელი პირველად მესმის / zaza saralidze - motsmeze zemoqmedebis bra






ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის თქმით, მერაბ მორჩაძის შესახებ, რომელიც მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დააკავეს, არაფერი სმენია.

ზაზა სარალიძის განცხადებით, ხელისუფლება მას ეთამაშება.

"ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს მორჩნენ სისულელეებს და ნორმალური გამოძიება ჩაატარონ. მე აქ ვითხოვ კონკრეტული პირების დაკავებას და არა "ზღაპარ იყოს" აღმოჩენას", - განაცხადა ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში.

მისი თქმით, საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძე უთხრა მას, რომ გამოავლენდა იმ პირებს, რომელიც საქმის მთავარ მოწმეზე ზეწოლას ახდენდა.

"მერაბ მორჩაძის გვარი პირველად მესმის. მე უკვე დავასახელე კონკრეტული გვარები, მაგრამ მე ჩემი შვილის მკვლელის დაკავებას ვითხოვ. ეს დაკავება არაფერს არ ცვლის", - განაცხადა ზაზა სარალიძე.

შსს-მ, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში, მოწმეებზე ზემოქმედების ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე დააკავა.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 965 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: shinagan saqmeta saministro, მერაბ მორჩაძე, ზაზა სარალიძე, mkvleloba, zaza saralidze, მკვლელობა ხორავას ქუჩაზე, merab morchadze, შინაგან საქმეთა სამინისტრო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...