გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ივნისი » 9 » ალ პაჩინო კვენტინ ტარანტინოს ფილმში ითამაშებს / al pachino kventin tarantinos filmshi itamashebs
10:30 AM
ალ პაჩინო კვენტინ ტარანტინოს ფილმში ითამაშებს / al pachino kventin tarantinos filmshi itamashebs






Once Upon a Time in Hollywood (ერთხელ ჰოლივუდში) - ასე ჰქვია კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებენ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პიტსა და დიკაპრიოს ახალი მსახიობები დაკოტა ფენინგი და დემიან ლუისი შეუერთდნენ. ფენინგი ფილმში ჩარლზ მენსონის სექტის წევრ ლინეტ ფრომს განასახიერებს, ლუისი კი - ჰოლივუდის ვარსკვლავ სტივ მაქუინს.

მათ გარდა ტარანტინომ სხვადასხვა როლებზე ლიუკ პერი, ემილ ჰირში, კლიფტონ კოლინსი და კიტ ჯეფერსონი დაამტკიცა.

ახლახან კი ამ მსახიობების სიას ალ პაჩინოც დაემატა. მსახიობი ფილმში მარვინ შვარცის როლს შეასრულებს, რომელიც ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟის, მსახიობ რიკი დალტონის აგენტია.

ზემოთხსენებული მსახიობების გარდა, ერთხელ ჰოლივუდში ვიხილავთ - კურტ რასელს, მარგო რობის, ტიმ როთსა და მაიკლ მადსენს.

ფილმთან დაკავშირებით ბევრი დეტალი ჯერ გახმაურებული არ არის, თუმცა ის მენსონის კრიმინალური ოჯახის შესახებ იქნება და სიუჟტი 1969 წელს განვითარდება. ეს სწორედ ის წელია, როდესაც "მენსონის ოჯახის" ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს უბრძანა, რომ ლოს-ანჟელესის გარეუბანში მდებარე სახლისთვის შეეტიათ.

მენსონის დავალებით სასტიკად მოკლედ სახლის მცხოვრებლები, მათ შორის იყო მსახიობი შერონ ტეიტი, რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლი. ტეიტის როლს მარგო რობი შეასრულებს.

ფილმის გამოსვლის თარიღად 2019 წლის 9 აგვისტო სახელდება. ზუსტად 50 წლის შემდეგ, რაც მენსონის ოჯახმა სასტიკად აწამა და მოკლა შერონ ტეიტი და მისი სტუმრები.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 43 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ბრედ პიტი, ჰოლივუდი, al pachino, მარგო რობი, ლეონარდო დიკაპრიო, კინო, კვენტინ ტარანტინო, ალ პაჩინო, Al Pacino, kventin tarantino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...