გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ივნისი » 9 » მარიხუანაში შემავალ THC-ს შეუძლია, ალცჰაიმერის გამომწვევი პროტეინი განდევნოს / marixuanashi shemaval tetrahidrokarabinoli sheudzlia alchaime
10:46 AM
მარიხუანაში შემავალ THC-ს შეუძლია, ალცჰაიმერის გამომწვევი პროტეინი განდევნოს / marixuanashi shemaval tetrahidrokarabinoli sheudzlia alchaime






აღმოჩნდა, რომ მარიხუანას, იმავე კანაფის შემადგენელი ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი ანუ THC ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი ტოქსიკური პროტეინებისგან ტვინის გასუფთავებას ხელს უწყობს. ამის შესახებ დაავადებათა მექანიკისა და ხანდაზმულობის ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევაში დაიწერა.

კალიფორნიის ბიოლოგიური კვლევების სალკის ინსტიტუტის მკვლევარის, დევიდ შუბერტის თანახმად, აქამდე ჩატარებული კვლევებიც აჩვენებდნენ THC-ის სასარგებლო მოქმედებას ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომებისადმი. ახლანდელი შედეგებით კი დადასტურდა, რომ იგი ხელს უშლის პროტეინების დაგროვებას ნერვულ უჯრედებში.

თუ კანაფის შემადგენელ ამ ნივთიერებას კარგად არ იცნობთ, შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს ნივთიერებაა პასუხისმგებელი კანაფის ფსიქოლოგიური ეფექტების უმეტესობაზე. ტკივილის გაყუჩების ბუნებრივი უნარის გამო, THC-ს ეფექტურად იყენებენ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები.

მეცნიერებმა THC-ის მოქმედება ლაბორატორიულ პირობებში გამოყვანილ ნერვულ უჯრედებზე შეამოწმეს. შემდეგი ნაბიჯი THC-ის მოქმედების კლინიკურ პირობებში გამოცდა იქნება. ამისათვის მკვლევარებმა უკვე იპოვეს მედიკამენტი J147, რომელსაც ნერვულ უჯრედებზე THC-ის მსაგვსი ეფექტები აქვს.

ბოლო დროს ამერიკაში გატარებული ლეგალური ცვლილებების გათვალისწინებით, მომავალში კანაფის შესწავლა შეიძლება უფრო გამარტივდეს, რამაც ბევრ საინტერესო აღმოჩენამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

წყარო: ScienceAlert



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1255 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ალცჰაიმერი, ტეტრაჰიდროკარაბინოლი, marikhuana, მარიხუანა, marihuana, alchaimeri, marixuana, marijuana, proteini, პროტეინი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...