10:51 AM NASA - მარსზე სიცოცხლისთვის საჭირო ორგანული ნაერთები აღმოაჩინეს / nasa - marsze sicockhlistvis sachiro organuli naertebi aghmoachines | |||||||||||||||
მარსის გრუნტის ანალიზის შედეგად, რომელიც აპარატმა Curiosity-მ ჩაატარა, მეცნიერები უმნიშვნელოვანესი აღმოჩენების წინაშე დადგნენ. ამის შესახებ ინფორმაციას National Georaphic ავრცელებს. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ წყალი, რომელიც მარსზე იქნა აღმოჩენილი, უფრო მძიმეა, ვიდრე დედამიწაზე. სპეციალისტების განცხადებით, მასში მეტი დეიტერი, წყალბადის იზოტოპია აღმოჩენილი, რომელიც დამატებით ნეიტრონს შეიცავს. შედეგად, მარსის წყალი დედამიწის წყალზე ხუთჯერ მძიმეა. სააგენტო "ნასას" ცნობით, გრუნტში კიდევ რამდენიმე აღმოჩენა გაკეთდა, რომელიც ნათელს ხდის მარსის დედამიწასთან საერთო თვისებებს. აპარატმა მარსზე ნახშირბადიც აღმოაჩინა, რომელიც ორგანული ნაერთების გადამწყვეტი ელემენტია. "მსგავსი აღმოჩენები მეტყველებს, რომ წარსულში მარსზე, შესაძლოა, სიცოცხლის გარკვეული ფორმები არსებობდა. ის ფაქტი, რომ მარსზე ნახშირბადი ვიპოვეთ, ჯერ კიდევ არ გვაძლევს დაზუსტებით იმის თქმის საშუალებას, რომ იქ ოდესღაც სიცოცხლის ფორმები არსებობდა, ან დღეს არის სიცოცხლისთვის საჭირო გარემო. ახლა აუცილებელია გაგრძელდეს კვლევა, რა გზებით მოხდა ეს ნივთიერებები მარსზე", - წერს სამეცნიერო პრესა. Curiosity-ის მიზანი პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის კვალის პოვნა და მარსის გეოლოგიური ისტორიის შესწავლა იყო. აპარატს თან ქიმიური ლაბორატორია ახლავს. აპარატი პლანეტაზე ორი წლის განმავლობაში დარჩება.
| გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.მიმაგრება: სურათი 1
|
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
Загрузка...
|