გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ივნისი » 14 » ოკუპირებული მოედანი — ქართველი ხელოვანები რუსეთში მიმდინარე ჩემპიონატს აპროტესტებენ / okupirebuli moedani — qartveli khelovanebi rusetshi mi
2:36 PM
ოკუპირებული მოედანი — ქართველი ხელოვანები რუსეთში მიმდინარე ჩემპიონატს აპროტესტებენ / okupirebuli moedani — qartveli khelovanebi rusetshi mi






2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში სტარტს დღეს, 14 ივნისს აიღებს და 15 ივლისს დასრულდება. საქართველო ჩემპიონატში არ მონაწილეობს და არც ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებიან გახსნის ცერემონიას.

ქართველმა ხელოვანებმა ჩემპიონატის მიმართ პროტესტი კრეატიული ფორმით გამოხატეს და პოსტერები შექმნეს, სადაც ფეხბურთის მოედანის 20% მავთულხლართებითაა გამოყოფილი - ამით მათ სიმბოლურად შეახსენეს მსოფლიოს, რომ რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული.

იდეის ავტორი ვებდიზაინერი მურთაზ ფურცხვანიძეა, შესრულებაზე კი ასევე ვებდიზაინერმა ანა ბოჭოიძემ იმუშავა.

"ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ გვინდოდა, რამე ფორმით გამოვხმაურებოდით რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს. რაკი ამჟამად მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩემპიონატზეა მიპყრობილი, გვინდოდა, მაქსიმალურად სპორტული შინაარსის პოსტერი ყოფილიყო და თან - ქართულ რეალობაზე მორგებული. იქიდან გამომდინარე, რომ ფეხბურთის სტადიონი და საზღვრები არც ისე შორსაა ერთმანეთისგან, მალევე მომივიდა იდეა, რომ სტადიონზე არსებული საზღვრების გადაწევით ოკუპაციის თემას მარტივად შევეხებოდით. ამხელა გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი", - ამბობს მურთაზ ფურცხვანიძე.

პოსტერები ფეისბუქზე მალე გავირუსდა, მომხმარებლების ნაწილი მას პროფილის სურათადაც აყენებს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 899 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ფიფა, FIFA World Cup, okupacia, ოკუპაცია, მსოფლიო ჩემპიონატი, agvistos omi, msoflio chempionati, აგვისტოს ომი, ruseti, რუსეთი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...