გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » სექტემბერი » 5 » "დღის გმირი" - გურამ კაშია ნიკოლოზ ბასილაშვილზე / "dghis gmiri" - guram kashia nikoloz basilashvilze
7:02 AM
"დღის გმირი" - გურამ კაშია ნიკოლოზ ბასილაშვილზე / "dghis gmiri" - guram kashia nikoloz basilashvilze






საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გურამ კაშია ნიკოლოზ ბასილაშვილის რაფაელ ნადალთან მერვედფინალში გამართულ მატჩს გამოეხმაურა და ქართველ ჩოგბურთელს "დღის გმირი" უწოდა. ამის შესახებ კაშიამ ინსტაგრამის სთორიში დაპოსტა.

მსოფლიოს პირველ ჩოგანს, რაფაელ ნადალსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის მატჩი გუშინ, 3 სექტემბერს გაიმართა. თამაში სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ჩოგბურთელებმა ოთხი სეტი ითამაშეს, რის შემდეგაც ნადალმა ანგარიშით 6-3, 6-3, 6-7, 6-4 მოიგო.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა თამაშის შემდეგ თქვა, რომ ბასილაშვილი ძლიერი მოწინააღმდეგე იყო. ასევე, ნადალმა აღნიშნა, რომ ბასილაშვილი ძლიერად ურტყამდა და აგრესიულად თამაშობდა.

ბასილაშვილი რაფაელ ნადალთან მერვედფინალში გამართულ მატჩს გამოეხმაურა და თქვა, რომ ჩემპიონის წინააღმდეგ კარგი მატჩი იყო და ნადალს შემდეგ რაუნდში წარმატებას უსურვებს

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 704 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: დღის გმირი, nikoloz basilashvili, ჩოგბურთი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, chogburti, guram kashia, გურამ კაშია, ფეხბურთი, dghis gmiri, fekhburti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...