გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » სექტემბერი » 25 » მხატვარი განმარტავს თუ რატომ დახატა მან ქუთაისის მერი / mkhatvari ganmartavs tu ratom dakhata man qutaisis meri
8:09 AM
მხატვარი განმარტავს თუ რატომ დახატა მან ქუთაისის მერი / mkhatvari ganmartavs tu ratom dakhata man qutaisis meri






მხატვარი ლევან გოგიტაძე სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.
მიმართვის ადრესატი "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის სკარებულოს წევრი გიგა შუშანიაა.

მხატვარი დეპუტატს მიმართავს და იმ მოსაზრებას უარყოფს, თითქოს 20 ქუთაისელი მხატვარის იტალიის ქალაქ კოზენცაში ვიზიტის თანხები ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

"ბატონო გიგა შუშანია, მადლობა გამოხმაურებისთვის. თუ გინდათ სიმართლე გაიგოთ, ჯერ დაიხატა ოცი მხატვარი, ასევე, დავხატე იტალიის ხედები, შემდეგ, პატივისცემისთვის, დავხატე იტალიის მერი. შემდეგ გავიგეთ, რომ ჩამოდიოდა ქუთაისის მერი და ქვეყანა რომ წარმომეჩინა, გადავწყვიტე, ჩვენი მერიც დამეხატა. იტალიის მერი მყავდა დახატული იქაური ხედებით და ასევე, მინდოდა წარმომეჩინა ჩვენი ქალაქის საუკეთესო ხედები, რომ მეჩვენებინა მათთვის. ეს ყველაფერი იყო სიურპრიზი. იქაური მერი არ აპირებდა მოსვლას, მაგრამ რომ გაიგო მისი პორტრეტი იყო შესრულებული, მოვიდა და დაგვაფასა. იყვნენ ძალიან გახარებულები. ჩვენი მერის წარმოჩენა იყო საქართველოს სახე, პიროვნულად ვინც არ უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება პირადულ დაფინანსებას, ეს არის დიდი სიცრუე. ვარ ოთხი შვილის მამა, რომელიც ვიმყოფებოდი თოთხმეტი წელი ემიგრაციაში. მეოთხე წელია, რაც ჩამოსული ვართ საქართველოში. სახელმწიფოდან არც ფინანსური და არც მორალური მხარდაჭერა არ გვქონია, პირიქით, ხელის შეშლა იყო ყოველთვის. რას უსმენს ჩემი ყურები, ლამის მთელი მერიის ბიუჯეტი მე მქონია შეჭმული. სირცხვილო, ქუთაისო და საქართველოვ. ცნობისათვის, ბილეთის თანხა მხატვრებმა ჩვენით გადავიხადეთ, ჩემი და ჩემი შვილის მგზავრობა 2500 ლარი დაჯდა. იქ ჩასვლის დროს მასალის თანხაც კი არ გვქონდა. მხატვრების ვალი დღემდე მაქვს 250 ევრო და სანამ აწი რამეს იტყოდეთ, გაიგეთ სიმართლე და ისე ილაპარაკეთ,"-ნათქვამია მხატვრის პოსტში.

სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეა აქტუალობას არ კარგავს ქუთაისლეი მხატვრის მიერ დახატული ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას ნამუშევარი.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 701 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: მხატვარი, qutaiseli mkhatvrebi, ლევან გოგიტაძე, gogi chigvaria, გიორგი ჭიღვარია, mxatvari, qutaisis meri, levan gogitadze, mkhatvari, qutaisi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...