გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ოქტომბერი » 20 » მარიხუანის დარიგების შემდეგ შსს-მ ზურა ჯაფარიძე დააკავა / marixuanas darigebis shemdeg shss-m zura jafaridze daakava
4:11 PM
მარიხუანის დარიგების შემდეგ შსს-მ ზურა ჯაფარიძე დააკავა / marixuanas darigebis shemdeg shss-m zura jafaridze daakava






შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე მარიხუანის დარიგების შემდეგ დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, ჯაფარიძის დაკავებაზე დეტალებს აზუსტებენ. საპრეზიდენტო კანდიდატმა ფესტივალის მონაწილეებს სამი ჯოინთი გადასცა, რაც კანონდებლობით გასაღებად ითვლება.

როგორც ჯაფარიძე აქამდე ამბობდა, ამ ქმედებით მან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი განახორციელა.

გირჩის ინფორმაციით, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილისა და ნიკა ობოლაძის შემდეგ, კრიმინალურმა პოლიციამ განყოფილებაში ორი მხარდამჭერი წაიყვანა. მათი განმარტებით, დედა ენის ბაღში მხარდამჭერებს ხუმრობით მგლისა და დათვის ფორმები ეცვათ.

შსს განმარტავს, რომ ყველა მათგანი გამოძიების ფარგლებში წაიყვანეს. როგორც უწყებამ On.ge-ს განუმარტა ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებით გამოძიება მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მუხლით არის დაწყებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, შსს, ზურაბ ჯაფარიძე, დაკავება, დაპატიმრება, მარიხუანა, მოსაწევი, მარიხუანის ფესტივალი, shinagan saqmeta saministro, shss, dapatimreba, dakaveba, zurab jafaridze, zura jafaridze, zurab japaridze, zura japaridze, mosatsevi, mosawevi, marikhuana, marixuana, marikhuanas festivali, marixuanas festivali.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 709 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: zura japaridze, marikhuana, zurab jafaridze, შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაკავება, მარიხუანის ფესტივალი, ზურაბ ჯაფარიძე, shinagan saqmeta saministro | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...